სუპერლიგა: "მგზავრებმა" "სოხუმი" დაამარცხა

AutoSharing Option
დღეს 9 დეკემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სუპერლიგის პირველი წრის ბოლო 3 მატჩი იმართება, რომელთაგან 1-ლი უკვე დასრულდა. "მგზავრებმა" "სოხუმი" დაამარცხა და მათთვის მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

თამაშის პირველი მეოთხედი მგზავრების უპირატესობით დასრულდა 29:21. სოხუმი ცდილობდა ჩამორჩენა აღმოეფხვრა და დროდადრო ახერხებდა კიდეც, მაგრამ ბუბა ბერიშვილის შეგირდები ისევ ახერხებდნენ წინ გაჭრას. იგივე მდგომარეობა დაფიქსირდა შეხვედრის მეორე მეოთხედშიც, რომელიც "მგზავრებმა" 20:14 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 14-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.

მესამე მეოთხედიდან სოხუმელებმა თამაშს უმატეს, პერიოდი 24:13 მოიგეს და მგზავრებს მხოლოდ რამდენიმე ქულით ჩამორჩებოდნენ. ბოლო
პერიოდი თითქმის ქულა ქულაში მიმდინარეობდა და სოხუმი ანგარიშის გათანაბრებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა მგზავრებმა მოახერხეს უკეთესი დაცვის თამაში და 86:82 მოგებით გამარჯვება გაიფორმეს.

გამარჯვებულთაგან საუკეთესო კახაბერ ჯინჭარაძე იყო 21 ქულით, ადრიან ბოუიმ თავის გუნდს 19 ქულა მოუტანა, რატი ნუცუბიძის ანგარიშზე კი 15 ქულა მოგროვდა, სანდრო სანაძემ 11 ქულა შესძინა "მგზავრებს". სოხუმელთაგან საუკეთესონი იყვნენ კვან უოლერი 24 ქულით, ლევან რევაზაშვილი და ბოგდან ბაიდამ 11-11 ქულა მიითვალეს.

მატჩისშემდგომი კომენტარები
ვაჟა კვარაცხელია, "სოხუმის" მთავარი მწვრთნელი: "ჰაერივით გვჭირდებოდა ეს გამარჯვება, თუმცა ბევრი შეცდომა დავუშვით და თამაშის სადავეები ხელიდან წაგვივიდა. ამას თან დაერთო ტრავმირებული მოთამაშეები. მეც, როგორც მწვრთნელმა დავუშვი რამდენიმე შეცდომა. ვულოცავ "მგზავრებს ამ გამარჯვებას".

ბუბა ბერიშვილი, "მგზავრების" მთავარი მწვრთნელი: "პირველ რიგში ჩემს გუნდს მინდა მივულოცო გამარჯვება. ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ძალიან ცუდად დავიწყეთ თამაში, ასევე ცუდი მე-3 პერიოდი გვქონდა. როცა ანგარიშის დიდი სხვაობა დაფიქსირდა, მაშინ ძალიან მოვეშვით, რითაც მეტოქემ ისარგებლა. ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ გუნდში და გამოვასწორებთ".

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0