სუპერლიგა: “ქუთაისმა” მარნეულის “დელტას” 38 ქულით სძლია

AutoSharing Option
საკალათბურთო სუპერლიგის მორიგი შეხვედრა გაიმართა ქუთაისში. იმერეთის დედაქალაქს მარნეულის “დელტა” ესტუმრა და მასპინძლებთან ვერაფერი გააწყო. “ქუთაისმა” ყველა პერიოდი მოუგო სტუმარს და საბოლოოდ იოლ გამარჯვებას დაეპატრონა.

მაყურებელმა ბრძოლა მხოლოდ შდასაწყისში იხილა. მართალია, საწყისი პერიოდი მასპინძლებმა მოიგეს, თუმცა თამაშის 10 წუთის შემდეგ ანგარიშში დიდი სხვაობა არ ყოფილა. იმერულმა კლუბმა “მარნეულს” პერიოდი 22:18 მოუგო, რის შემდეგაც სრულ უპირატეობას დაეუფლა. მასპინძლებმა მეორე მეოთხედი 29:16 ოიგეს, მესამეში კი მეტოქეს 23:6 სძლიეს და შეხვედრის ბედი გაარკვიეს.

ბოლო მეოთხედმა აზრი დაკარგა – “ქუთაისი” 34 ქულით იგებდა და
გასარკვევი ისღა იყო, თუ რა სხვაობით დასრულდებოდა შეხვედრა. საბოლოოდ მასპინძლებმა 97:59 იმარჯვეს, 6 მოგების წილ 2 მარცხი დააგროვეს და ცხრილში გალიდერდნენ. თუმცა დაკარგული ქულებით ლიდერი “დინამოა”, რომელსაც 6-დან 6 მოგება აქვს.

ქუთაისელებს “დელტასთან” 11 ქულითა და 11 მოხსნით ბექა ბექაურმა ულიდერა. 13 ქულა დაგროვდა დეჟუან რაითის ანგარიშზე, ხოლო ბექა წივწივაძემ და ჯონათან ლიმ 9-9 ქულა და 6-6 პასი დააგროვეს. მარნეულის გუნდში 15 ქულთ ბომბარდირი ნიკოლას ნილი გახდა, ხოლო ზვიად ანთაძემ პირად ანგარიშზე 13 ქულა დააგროვა.

სუპერლიგის შემდეგი მატჩი 8 დეკემბერს, ბათუმში გაიმართება, სადაც სათამაშოდ “ქუთაისი” ჩავა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0