სუპერლიგა: "დინამომ" "ქუთაისი" 84:76 დაამარცხა

AutoSharing Option
სანაკრებო ფანჯრის შემდეგ სუპერლიგის გათამაშება განახლდა. დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 2 მატჩიდან ერთი უკვე დასრულდა. ერთმანეთს გასული სეზონის ფინალისტები და დაკარგული ქულებით მიმდინარე სუპერლიგის ლიდერები – “დინამო” და “ქუთაისი” შეხვდნენ.

შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. მიმდინარე ჩემპიონატის ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდ “დინამოს” ქუთაისელები დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ. პირველი პერიოდი თბილისელთა მცირე უპირატესობით – 28:26 დასრულდა, ხოლო მეორე ათწუთეულში იმერულმა კლუბმა იძალა და გუნდური თამაშის წყალობით ლიდერობას დაეპატრონა. მეორე მეოთხედი სტუმართა დამაჯერებელი გამარჯვებით – 21:12 დასრულდა და დიდ შესვენებაზე “ქუთაისი” 47:40
დაწინაურდა.

მეორე ტაიმის დასაწყისიდან დინამოელებმა თამაში გამოასწორეს. დაცვისა და სწრაფი, შედეგიანი შეტევების წყალობით ლიდერობა დაიბრუნეს და გადამწყვეტი პერიოდის წინ უკვე თავად გალიდერდნენ – 63:57. ბოლო პერიოდში დინამოელებმა მოახერხეს უპირატესობის შენარჩუნება და ჩემპიონატში ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვეს – 84:76.

“დინამოს”25 ქულით ლევან ფაცაციამ ულიდერა. 12 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზე. “ქუთაისში” 17 ქულით ბომბარდირი გახდა დეჟან რაითი, მეორე ლეგიონერმა ჯონათან ლიმ შეხვედრა 14 ქულით დაასრულა. დღის მეორე მატჩში ერთმანეთს “მგზავრები” და “კაკტუსი” დაუპირისპირდებიან.

დინამო – ქუთაისი 84:76

ირაკლი ხოშტარია, “დინამოს” მთავარი მწვრთნელი:

“ვერ ვიტყვი, რომ კარგად ვითამაშეთ. ამ ეტაპისთვის, არ დაგიმალავთ და ჩვენთვის მთავარია შედეგი და არა თამაშის ხარისხი. თუმცა მომავლისთვის ვეცდებით მეტს და იმედია, სხვა გუნდებიც მოუმატებენ. ბოლო თამაში გვაქვს დარჩენილი ევროთასებზე და მის შემდეგ სრულ კონცენტრაციას მოვახდენთ სუპერლიგაზე”.

კოტე ტუღუში, “ქუთაისის” მთავარი მწვრთნელი:

რთული თამაში იყო, ამ 3-კვირიანი შესვენების შემდეგ რამოდენიმე მოთამაშე გვაკლდა, რადგან ნაკრებში იყვნენ გამოძახებულები. ალბათ ვერ მოვემზადეთ სათანადოდ დღევანდელი მატჩისათვოს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც საინტერესო თამაში გამოვიდა. ბოლომდე ვიბრძოლეთ, თუმცა დასანანი შეცდომები დავუშვით, განსაკუთრებით მე-3 პერიოდის დასაწყისში. დინამო ძალიან ძლიერი გუნდია. თავიდან გვიწევს დაწყება, ასე ვთქვათ შემდეგი ტური იწყება და ყველა თამაში მნიშვნელოვანია.

GBF.GE
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0