კალათბურთი

სუპერლიგა

სუპერლიგა. I ტური: ჩემპიონმა დებიუტანტთან მოგებით დაიწყო

AutoSharing Option
დღეს, 14 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი კალათბურთში - სუპერლიგის 27-ე გათამაშება დაიწყო, რომელშიც 9 გუნდი მონაწილეობს: "დინამო", "ოლიმპი", "ქუთაისი", "რუსთავი", "ბათუმი", "მარნეული", "მგზავრები", "სოხუმი" და "კაკტუსი".

დღეს თბილისში პირველი ტურის სამი შეხვედრა გაიმართა. მოქმედმა ჩემპიონმა "დინამომ" სუპერლიგის დებიუტანტი "მარნეული" ანგარიშით 87:63 დაამარცხა. ჩემპიონატი წაგებით დაიწყო ვიცე-ჩემპიონმა "ქუთაისმა", რომელიც "ოლიმპთან" დამარცხდა - 78:84. "რუსთავმა" კი "მგზავრებს" 30 ქულის სხვაობით სძლია - 97:67.

ტურის მეოთხე შეხვედრა ხვალ, 15 ოქტომბერს ჩატარდება - თბილისის ოლიმპიურ სასახლეში "კაკტუსისა" და "სოხუმის" დაპირისპირება 16:00 სთ-ზე დაიწყება.

შეგახსენებთ,
რომ გასული სეზონისგან განსხვავებით, 2017/18 წლების სუპერლიგა განსხვავებული ფორმატით, ოთხ წრედ ჩატარდება, რის შემდეგაც პლეი ოფში საუკეთესო 8 გუნდი გავა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან განაგრძობს. ბოლო, მე-9 ადგილზე გასული გუნდი სუპერლიგას დატოვებს და "ა" ლიგაში ჩაინაცვლებს.