ვფიქრობ, მის გარეშე ვერ ვიარსებებ... ბლიცი "დელტას" წევრ საბა ლობჟანიძესთან

AutoSharing Option
"მარნეული-დელტა" საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში პირველ სეზონს იწყებს. საინტერესო, კარგი, რთული გამოწვევა. ახალი გუნდი, ახალი მწვრთნელი, ახალი (და ძველი) ლეგიონერები. და კლუბის ხელმძღვანელებმა ლოიალურად დატოვეს შარშანდელი შემადგენლობის თითქმის ყველა ქართველი მოთამაშე.

გუნდშია საბა ლობჟანიძეც. გამოცდილი ბიჭი, რომელმაც უნდა მოუმატოს. რომ "დელტას" სუპერლიგაში დარჩენის უკეთესი შანსი ჰქონდეს.

ლობჟანიძემ მიიღო ამ დონეზე თამაშის გამოცდილება და საბამ იცის სუპერლიგა. საბა იცნობს სუპერლიგას. საბასთან ერთად "დელტაში" სხვებიც ქაჩავენ და გუნდი სუპერლიგის ახალი სასაუბრო თემა იქნება.

ლობჟანიძე - უნივერსალი, რომელიც დგება პირველ, მეორე, მესამე ნომრის პოზიციაზე
და რომელსაც, უბრალოდ, უყვარს კალათბურთი.

გავიაროთ ბლიც-ინტერვიუ "დელტას" წევრთან. უბრალოდ, უკეთ გავიცნოთ საბა. წავედით.

- საყვარელი ფერი?
- ნაცრისფერი, ლურჯი, შავი

- რა გიყვარს?
- სიწყნარე, სიმშვიდე, ბუნებაში ყოფნა.

- რა არ გიყვარს?
- როდესაც მაბრალებენ იმას, რაც არ გამიკეთებია.

- ჩემი იდეალი...
- არ მყავს.

- საყვარელი სპორტსმენი?
- კობი ბრაიანტი.

- საყვარელი ფილმი?
- "დათა თუთაშხია", "დარაბებს მიღმა გაზაფხულია".

- წელიწადის საყვარელი დრო
- შემოდგომა, ზამთარი.

- რას არ გავაკეთებდი...
- არასოდეს არ დავაკნინებდი და დავცინებდი ქართულ ტრადიციებს და სარწმუნოებას.

- რა მაკლია...
- მეორე ნახევარი.

- ვინ გენატრება?
- ბაბუა.

- სუპერლიგა მოგწონს?
- ბევრ რამეს შევცვლიდი. გუნდებს დავამატებდი. უფრო გავაპიარებდი და ყველაფერს გავაკეთებდი სტაბილურობისთვის.

- საყვარელი მსახიობი.
- გივი ბერიკაშვილი და კახი კავსაძე.

- საყვარელი ჯგუფი
- არ მყავს.

- რა არის ფული?
- საშუალებაა, რომ გაიგო ადამიანის ნამდვილი სახე.

- საჭმელს ამზადებ?
- ტორტის და ნამცხვრის გარდა, ყველაფერს

- კარგად გძინავს?
- დღეში ორჯერ რომ ირბენ 3 საათი, ძილზე პრობლემა არ უნდა გქონდეს. ასე რომ, ჩვილი ბავშვივით.

- რითი ისვენებ?
- მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ.

- საქართველოში კალათბურთი ვითარდება?
- კი, ნაწილობრივ, ვითარდება. ბავშვთა ლიგებში და ასაკობრივებში უფრო. უმაღლესში - ნაკლებად.

- რას აგროვებ ან აგროვებდი?
- ძველ ისტორიულ ნივთებს, მონეტებს.

- საქართველო შენთვის...
- ვფიქრობ, მის გარეშე ვერ ვიარსებებ. მიყვარს ყველაფერი ქართული, მთა-ბარი, მდინარეები, ბუნება, ისტორია, ტრადიციები, რომელიც დამახინჯებული არ არის, სარწმუნოება და წესი.

ეს იყო საბა ლობჟანიძე.

Sportall.Ge

გიორგი ჭკუასელი
სპეციალურად sportall.ge-სთვის
მკითხველის კომენტარები / 1 /
მართალი გითხრათ როგორი კალათბურთEლია არ ვიცი, მაგრამ კარგი პიროვნება ჩანს ამ ინტერვიუდან გამომდინარე...წარმატებას ვუსურვებ.
emigranti
23:41 18-07-2019
0

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0