სუპერლიგა 2016/17. დარჩენისთვის: "სოხუმი" წინ გაიჭრა, "ბათუმი" გაუთანაბრდა

AutoSharing Option
დღეს, 4 მაისს, "ქუთაისი"-"კაკტუსის" მატჩით საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფინალური ეტაპი გაიხსნება. მანამდე კი ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლებმა ითამაშეს. "სოხუმი", "ბათუმი", "მგზავრები" და "ოლიმპი" ერთმანეთში დამატებით ორ წრედ ითამაშებენ და ბოლო ადგილზე დარჩენილი გუნდი "ა" ლიგაში დაქვეითდება.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში "სოხუმმა" "მგზავრებს" უმასპინძლა, ხოლო ბათუმში ადგილობრივი გუნდი "ოლიმპს" დაუპირისპირდა. ორივე შეხვედრაში სოლიდური სხვაობა დაფიქსირდა. "სოხუმმა" "მგზავრებს" 31 ქულით - 96:65 მოუგო, ბათუმელებმა კი "ოლიმპს" 93:78 სძლიეს.

3 მაისი, თბილისი
სოხუმი-მგზავრები 96:65
30:12, 23:16, 18:22, 25:15
სოხუმი: კვეტენაძე, ბერუაშვილი, კოკა ტომარაძე, ბოქოლიშვილი (18ქ), ზაქრაძე (2ქ),
ჯგერენაია (4ქ), დავით ბარბაქაძე (6ქ, 8მ), ლათანი (30ქ, 9მ, 3პ), ბულიავა (12ქ, 3პ), ტიშენკო (15ქ, 8ქ), ვუდსონი (9ქ, 11მ, 7პ).
მგზავრები: ფხაკაძე (4ქ), ცირეკიძე, ლომინაშვილი (12ქ, 5მ), ტურძელაძე (8ქ), ქავთარაძე (8ქ), ტეილორი (20ქ, 10მ, 3პ, 3ჩ), მერფი (5ქ, 6მ), ალენი (6ქ, 5მ, 9პ), რენსომი (2ქ, 5მ).
მსაჯები: დ. ბერიშვილი, ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი.

სოხუმელებმა, დუეინ ლათანის ლიდერობით, მატჩის ბედი, ფაქტობრივად, პირველ ნახევარში გადაწყვიტეს, რომელიც 25 ქულით მოიგეს. საბოლოოდ მატჩი ისე დასრულდა, ვითარება არ დაძაბულა.

სოხუმელებს 30 ქულით ამერიკელმა ლათანმა ულიდერა. 18 ქულა მიითვალა მერაბ ბოქოლიშვილმა, უკრაინელ ალექსანდრ ტიშჩენკოს ანგარიშზე კი 15 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. "მგზავრებში" 20 ქულით და 10 მოხსნით საუკეთესო იყო დერნელ ტეილორი.

3 მაისი, ბათუმი
ბათუმი-ოლიმპი 93:78
31:17, 16:25, 23:16, 23:20
ბათუმი: ჯინჭარაძე (19ქ, 8მ, 3პ), ლეჟავა (16ქ, 12პ, 6მ), ლ. რევაზაშვილი, თენიეშვილი (12ქ, 9მ), კრივცოვი (15ქ, 8მ), რამიშვილი (3ქ), მაისურაძე (8ქ), შემოსიუკი (20ქ, 4პ).
ოლიმპი: გივი ბაქრაძე (8ქ, 3პ), ბურნეთი (24ქ, 11მ, 3დ), ბოლქვაძე (9ქ), როგავა (13ქ, 3პ), გეგი ბაქრაძე (12ქ, 9მ), მიქელაძე (5ქ, 7პ), კახა ტომარაძე (2ქ), მასხულია, შლიცერი (5ქ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ი. ბერიშვილი, მ. ვართანოვი.

ბათუმში შედარებით მეტი დაძაბულობა იყო. მასპინძლებმა პირველი პერიოდი 31:17 მოიგეს, თუმცა მეორე მეოთხედში "ოლიმპმა" თამაში გამოასწორა და დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა. სტუმრებმა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს. მესამე და მეოთხე პერიოდები "ბათუმმა", შესაბამისად, 23:16 და 23:20 მოიგო და საბოლოოდ 15-ქულიანი უპირატესობით გაიმარჯვა.

მასპინძელთაგან 20 ქულით საუკეთესო იყო ილია შემოსიუკი. 19 ქულა მოაგროვა კახა ჯინჭარაძემ, ხოლო ბესო ლეჟავა 16 ქულითა და 12 პასით გამოირჩა. "ოლიმპში" 24 ქულით და 11 მოხსნით საუკეთესო იყო ტრე ბურნეთი.

ამჟამინდელი შედეგების გათვალისწინებით, "სოხუმი" 2 ქულით მოსწყდა მდევრებს და პირველ პოზიციაზეა. შემდეგ არიან "ბათუმი" და "მგზავრები" თანაბარი ქულებით, "ოლიმპი" კი ამ ორეულს 1 ქულით ჩამორჩება - ორიოდე თვის წინ ბათუმში ჩატარებული მატჩის მიტოვების გამო ჩამოაკლდა 1 ქულა.

მორიგი მატჩები 7 მაისს გაიმართება.

ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. სოხუმი 29 12 17 2320/2420 41
2. ბათუმი 29 10 19 2225/2320 39
3. ოლიმპი 29 10 19 2096/2173 39
4. მგზავრები 29 10 19 2164/2291 39

*ოლიმპს აკლდება 1 ქულა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
დინამო
5
5
0
0
0
10
2
ოლიმპი
5
3
0
2
0
8
3
რუსთავი
4
3
0
1
0
7
4
ქუთაისი
4
3
0
1
0
7
5
ბათუმი
4
3
0
1
0
7
6
კაკტუსი
4
2
0
2
0
6
7
სოხუმი
5
1
0
4
0
6
8
მგზავრები
5
1
0
4
0
6
9
დელტა
5
0
0
5
0
5