14-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ზაზას აკადემიის მე-2 გუნდი გახდა

AutoSharing Option
14-წლამდელთა B ლიგის გამარჯვებული გახდა ზაზა ფაჩულიას აკადემიის მე-2 გუნდი. ამ ასაკში პირველი გუნდი A ლიგაშია და სწორედ ამიტომ, B ლიგის ჩემპიონმა უმაღლესში ასვლა ვერ მოახერხა. შეგახსენებთ, რომ დებულება A ლიგაში ერთი სკოლის 2 გუნდის ყოფნას კრძალავს. შესაბამისად, A ლიგაში ფინალში "ზაზა 2"-თან დამარცხებული "თელავი" გადავიდა. ნიკა ჩაველაშვილის გაწვრთნილმა კახურმა გუნდმა A ლიგის საგზური რიგითობის პრინციპით მიიღო, როგორც "ზაზა 2"-ის შემდეგ საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი.

"ზაზა 2"-მა თელაველებს მეორე თამაშიც მოუგო. ფინალურ სერიაში გამარჯვებული 2 მატჩის ჯამში ვლინდება, თუმცა ბურთების
შეფარდების დათვლა საჭირო არ გახდა. ზაზას აკადემიელებმა ორივე შეხვედრა მოიგეს და B ლიგის გამარჯვებულისთვის დაწესებულ თასს, მედლებსა და სიგელს დაეპატრონნენ.

გამარჯვებული და ვერცხლისპრიზიორი გუნდები სუპერლიგის დირექტორის მოადგილემ, ვანო ლაცაბიძემ, შესაბამისი პრიზებით დააჯილდოვა. თელაველებს ვერცხლის მედლები გადაეცათ, ზაზას აკადემიელებს კი - ოქროს მედლები და B ლიგის ჩემპიონის თასი.

14-წლამდელთა B ლიგაში მესამე ადგილი ზაზას აკადემიის მე-3 გუნდმა დაიკავა, რომელმაც ბრინჯაოსთვის მატჩში "მეგა" დაამარცხა.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული