ოლიმპიურ სასახლეში კალათბურთის ფედერაციის ყრილობა გაიმართა

AutoSharing Option
დღეს, ოლიმპიურ სასახლეში კალათბურთის ფედერაციის საერთო ყრილობა გაიმართა, რომელსაც არსებული 34 დელეგატიდან 32 დელეგატი დაესწრო. ყრილობის მოწვევის მთავარი მიზანი კალათბურთის ფედერაციის წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება გახლდათ. ყრილობის დაწყებამდე, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა საპატიო სიგელითა და ეროვნული ნაკრების მაისურით დააჯილდოვა ღვაწლმოსილი კალათბურთელი და მწვრთნელი – როლანდ გარუჩავა, რომელიც ყრილობაზე სამეგრელოს კალათბურთის ფედერაციას წარმოადგენდა.

წესდების ახალი რედაქციის მიღებამდე, ყრილობის დელეგატებმა დეტალურად განიხილეს მასში შესატანი ცვლილებები და ერთმანეთში მოსაზრებები შეაჯერეს. წესდების ახალმა რედაქციამ დელეგატთა 82-პროცენტიანი მხარდაჭერა მიიღო და ის ოფიციალურად იქნა მიღებული.

მეორე საკითხი, რომელზეც ყრილობის წევრებმა იმსჯელეს და გადაწყვეტილება მიიღეს, ფედერაციის გამგეობის წევრთა რაოდენობის გაზრდა გახლდათ. გასული წლის დეკემბერში, როცა კალათბურთის ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა ჩატარდა და პრეზიდენტად პაატა გურასპაული აირჩიეს, ფედერაციის ახალმა ხელმძღვანელმა ყრილობას დასამტკიცებლად გამგეობის 11 წევრის კანდიდატურა წარუდგინა და განაცხადა, რომ უახლოეს ყრილობაზე მათი რაოდენობის გაზრდის საკითხი დადგებოდა.

გასულ დეკემბერს გამგეობა 11-კაციანი შემადგენლობით დამტკიცდა, ხოლო დღევანდელ ყრილობაზე მას კიდევ 4 წევრი დაემატა. კენჭისყრაზე გამგეობისთვის ახალი კანდიდატურების დამატებას დელეგატთა 85 პროცენტმა დაუჭირა მხარი. ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, გამგეობა 15 წევრის შემადგენლობით ორ დღეში შეიკრიბება, თავმჯდომარეს აირჩევს და სამუშაო პრიორიტეტებს დასახავს. ახალ წესდებაში განსაზღვრულია, რომ ფედერაციის გამგეობა თვეში მინიმუმ ერთხელ უნდა შეიკრიბოს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ლიპარტელიანის დროს ტუ არ კეტდებოდა აბა ახლა კეტდება კოკოსკოვი ვინ ცამოიყვანა ბე დივიზიონსი რომ ვიყავიტ ხომ არ დაგავიწყდატ
შოთა გუგეშაშვილი
05:42 18-04-2018
0
საერთოდ არაფერი კეთდება ქართულ კალათბურთში. როგორც იყო შევარდნაძის დროს (ლიპარტელიანი რომ იყო პრეზიდენტი) იგივე ხალხი მართავს და ბუზებს ითვლიან.
sandro
21:03 17-04-2018
0

სიახლეები პოპულარული