"უნდა მიგვეცა საშუალება, გამოესწორებინათ შეცდომა, თავისუფლებაზე და არა ციხეში ყოფნის დროს"

AutoSharing Option
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ მწვრთნელებსა და მსაჯს თავდებში სპორტის სფეროს წარმომადგენლები უდგებოდნენ. კერძოდ, ვაჟა კვარაცხელიას და თემურ დათიკაშვილს თავდებში ჯამლეტ ხუხაშვილი, ეზრა პალაგაშვილი, ამბროსი ორმოცაძე და ვლადიმერ ძიძიგური, ზაზა მაჩალაძეს კი ანატოლი ბოისა და კახა შენგელია.

თუმცა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ძალაში დატოვა.

Sportall.ge ჯამლეტ ხუხაშვილს დაუკავშირდა და ეცადა გაერკვია, თუ რატომ უდგებოდა ბრალდებულებს თავდებში.

"თავდებში
დადგომა იმიტომ მსურდა, რომ ამ ადამიანებს დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ქართული კალათბურთის განვითარების საქმეში და ახლა დაუშვეს შეცდომა. უნდა მიგვეცა საშუალება, რომ გამოესწორებინათ თავისი შეცდომა, თავისუფლებაზე და არა ციხეში ყოფნის დროს.

თავდებში ვიყავი მე, მაგრამ სასამართლომ ეს არ მიიღო. ჩემთან ერთად სხვებიც იყვნენ კალათბურთელები და სპორტსმენებიც, მაგრამ სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ჩვენი თავდებობა და ახლა უკვე აზრი არ აქვს მაგ თემაზე საუბარს", - განაცხადა ხუხაშილმა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
აბსოლიტურად ვეთანხმები!! გვერდში დგომა მათი კოლეგებიდან ეხლა ჭირდებათ და არა წაქცეულზე წიხლის დაჭერა.
ზაზა 21
19:30 22-03-2018
0
საერთოდ შემეცვალა წარმოდგენა ამ კაცზე, რას ბოდიალობს??? ერთი მაფიაა ყველა რა!!!
Vasili
14:08 10-02-2018
2

სიახლეები პოპულარული