პაატა გურასპაული: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართული კალათბურთი წარმატებული იყოს

AutoSharing Option
სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ხმათა უმრავლესობით პაატა გურასპაულმა გაიმარჯვა. კენჭისყრის შემდეგ თავისი პირველი კომენტარი პაატა გურასპაულმა გააკეთა:

"საკალათბურთო სამყაროს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. მთელი სიცხადით ვიგრძენი ის პასუხისმგებლობა. რაც მე დამეკისრა.

მე პირობას ვდებ, რომ ჩემს საკალათბურთო გზას არ გადავუხვევ და ეს ყველაფერი თქვენთან ერთად მოხდება.

ჩემს გუნდში თითოეული თქვენგანი იქნება, რომ ჩვენ უფრო შემართებით გავაკეთოთ საქმე.

ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართული კალათბურთი წარმატებული იყოს.

რაც შეეხება გამგეობას, ჩემი მიზანია მისი გაფართოება და წევრთა რაოდენობის
გაზრდა. მე მინდა ვთხოვო, 2018 წლის თებერვალში ჩაინიშნოს რიგგარეშე ყრილობა, რომელშიც შევა წესდებაში ცვლილებები და წარმოადგენენ გამგეობის წევრები თავიანთ კანდიდატურებს."

პაატა გურასპაულმა ასევე აღნიშნა, რომ გამგეობაში რჩება 7 აქტიური წევრი, მათ შორის, მიხეილ გაბრიჩიძე, გიორგი ქართველიშვილი, ვლადიმერ ბოისა და მათ დაემატებათ ვახტანგ ნაცვლიშვილი და სხვები.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული