პაატა გურასპაული არჩევნებზე: ვისურვებდი, აქ ორი ადამიანი ვყოფილიყავით

AutoSharing Option
სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. არჩევნების დაწყებამდე პაატა გურასპაულმა დელეგატებს სიტყვით მიმართა.

"მე ვისურვებდი, რომ აქ ორი ადამიანი ვყოფილიყავით, მაგრამ თითოეული ადამიანი თავად იღებს გადაწყვეტილებას.

მინდა მადლობა გადავუხადო ფედერაციას გაწეული სამსახურისთვის, გაკეთებული პროექტებისთვის და რა თქმა უნდა, იყო საკითხები, რასაც თვითონაც ამბობენ, რომ არ იყო მთლად წარმატებული.

თუ მე ამირჩევთ, მე ვიმუშავებ საკალათბურთო სამყაროსთან ერთად და თქვენთან ერთად გავაკეთებ მნიშვნელოვან პროექტებს.

ხელი უნ
და შევუწყოთ ბავშვთა კალათბურთის განვითარებას და ეს უნდა იყოს მასობრივი, უნდა იყოს ყველა სკოლა და მშობელი ამაში ჩართული.

ქალთა კალათბურთი აუცილებელია აღორძინდეს და ის წარმატებები დავაბრუნოთ, რაც ადრე იყო.

მე პირნათელი ვარ თქვენ წინაშე და საკალათბურთო სამყაროს წინაშე, ხოლო 4 წლის შემდეგ მინდა მიხეილ გაბრიჩიძესავით თვალებში გიყუროთ".
მკითხველის კომენტარები / 1 /
პატა გურასპაული ბერას ძმაა, თორემ ისე არც როგორც მოთამაშე და მწვრტნელი არ უქნია ღმერთს და როგორც ფედერაციის პრეზაიდენტი ხომ საერთოდ, აი კომენტატორობას შეძლებდა. რაც შეეხება ხეცურიანს, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანმა ფაჩულიას, შენგელიების თამადობით მას დაუჭირა მხარი, მაგრამ ბერას ძმობამ გადაწონა. საცოდავი გურასპაული სახელი გაიტეხა საკალათბურთო წრეებში, არადა, სახელის გატეხას თავის გატეხა სჯობია...ყოველტვის გაახსენებენ მომავალში მის ვირეშმაკობას. მეორე კობიაშვილია, მეტსახელად სახელგატეხილი
patikos
09:15 12-12-2017
1

სიახლეები პოპულარული