კალათბურთის სემინარებს თელავმა უმასპინძლა

AutoSharing Option
საჯარო სკოლების ფიზკულტურის მასწავლებლების კალათბურთის განხრით გადამზადების მორიგი სემინარები თელავში გაიმართა, სადაც თავი კახეთის რეგიონის 45-მა მასწავლებელმა მოიყარა. აქამდე სემინარები გორში, ბორჯომში, ზუგდიდში, ბათუმში და ოზურგეთში ჩატარდა, რომლებსაც შესაბამისად - შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, სამგრელო - ზემო სვანეთის, აჭარისა და გურიის საჯარო სკოლების მასწავლებლები დაესწრნენ.
აღნიშნული პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროების ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება და მიზნად სკოლების ფიზკულტურის პედაგოგთა სხვადასხვა სპორტის სახეობების ძირითადი საფუძვლებისათვისებას ისახავს.

სპორტისა და განათლების სამინისტროების მხარდაჭერით, საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ზემოთხსენებულიპროექტის
რეკომენდაციების გათვალისწინებით გადამზადების სპეციალური პროგრამა შეიმუშავა - სახელწოდებით: „კალათბურთისგაკვეთილები სკოლის ფიზკულტურის მასწავლებლებისთვის“. აღნიშნული პროგრამის მიხედვით საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 650 სკოლის მასწავლებელს უნდა ჩაუტარდეს საკალათბურთო სემინარები.

თელავში, კახეთის რეგიონის მასწავლებლებს სემინარები საკალათბურთო „აკადემიისა“ და 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა გიაკაზანჯიანმა და საკალათბურთო კლუბ„ორბის“ მწვრთნელმა ზვიად დიდბარიძემ ჩაუტარეს. ფიზკულტურის მასწავლებლებმა ასევე მოისმინეს სემინარი 3X3 კალათბურთში, რომელიც მათ კალათბურთის ფედერაციის შესაბამისიდეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გრიგოლ გურგენიძემ ჩაუტარა. აღსანიშნავია, რომ წლეულს 3X3 კალათბურთს ოლიმპიური სახეობისსტატუსი მიენიჭა და სპორტის ამ დისციპლინაში 2020 წელს იაპონიაში ოლიმპიური მედლების კომპლექტი გათამაშდება.

თელავში გამართულ სემინარებში მონაწილე პედაგოგებს სპეციალური სერტიფიკატები და საკალათბურთო ლიტერატურა: ფიბას-სპეციალური სახელმძღვანელოები და 3X3 კალათბურთის წესების ბუკლეტები გადაეცათ. პროცესში აქტიურად ჩართულმა მასწავლებლებმა საკალათბურთო ბურთებიც მიიღეს.

პროგრამის მონაწილენი თელავიდან ქუთაისში, შემდეგ კი ამბროლაურში გადაინაცვლებენ, სადაც იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის ფიზიკური აღზრდის პედაგოგებს ჩაუტარებენ საკალათბურთო სემინარებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული