შიო ხეცურიანის შეხვედრა იმერეთის კალათბურთის წარმომადგენლებთან

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა კიდევ ერთი ნაყოფიერი შეხვედრა გამართა.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ხეცურიანი იმერეთის კალათბურთის წარმომადგენლებს ქუთაისში შეხვდა.

ქუთაისმა ქართულ სპორტს, ქართულ კალათბურთს ბევრი ლეგენდარული მოთამაშე მისცა. ქუთაისში იზრდებოდნენ მომავალი ვარსკვლავები. და ქუთაისში ხეცურიანმა, საინტერესო შეხვედრის დროს კალათბურთის განვითარების 10-წლიანი სტრატეგია წარადგინა, მოისმინა რეკომენდაციები.

შიო ხეცურიანი: "დღეს ქუთაისში, ქალაქში, სადაც კალათბურთის არაერთი ლეგენდა გაიზარდა, კალათბურთის განვითარების 10-წლიანი სტრატეგია განვიხილეთ იმერეთის რეგიონის წარმომადგენლებთან და გულშემატკივრებთან ერთად. ვისაუბრეთ ქუთაისში აკადემიების ჩამოყალიბების აუცილებლობასა და საკალათბურთო დარბაზების კეთილმოწყობაზე".

ბუბა კვიმსაძე (იმერეთის კალათბურთის
ფედერაციის პრეზიდენტი): "შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. იმერეთის რეგიონმა გააცნო პრეზიდენტობის კანდიდატს არსებული პრობლემები. გავიარეთ ამ პრობლემების მოგვარების გზები. შიო ხეცურიანის და მის მიერ წარმოდგენილი კალათბურთის განვითარების 10-წლიანი პროგრამის სტრატეგია თავიდან ბოლომდე საქართველოში კალათბურთის პოპულარიზაციას ემსახურება. პრობლემების მოგვარების გზები კარგად არის მორგებული დღევანდელ რეალობას და აღნიშნულმა პრეზენტაციამ ყველას დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩვენ გვჯერა, რომ შიო და მისი გუნდი ძალიან ბევრს გააკეთებენ ჩვენს ქვეყანაში კალათბურთის განვითარებისთვის".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქუთაისში რო კალათბურთის აკადემია არ იქნება იქ კალათბურთის რა განვითარებაზეა საუბარი საერთოდ.
ზაზა
15:33 17-11-2017
0
სიახლეები პოპულარული