ქართველი კალათბურთელების ყველაზე ცნობილი ჩხუბები [VIDEO]

AutoSharing Option
კალათბურთელებს შორის მუდმივად მიმდინარეობს ორთაბრძოლები, რასაც წესების დარღვევა და პარკეტზე დაპირისპირება მოჰყვება.

ჩხუბი კი ძალიან დიდი შოუა, რომელზეც ხშირად საუბრობენ და მათი პოპულარობა საკალათბურთო ჩატენვების კადრებსაც კი აჭარბებს. ქართველ კალათბურთელებსაც სჩვევიათ პარკეტზე აფეთქება და ამ დროს ძალიან რთულია მათი გაჩერება.

ამ სტატიაში გთავაზობთ ქართველი კალათბურთელების ყველაზე ცნობილ ჩხუბებსა და საინტერესო დაპირისპირებებს.

საქართველოს ნაკრებში, როგორც საკალათბურთო ფაქტორით, ასევე დაპირისპირებით თვალსაზრისით, მთავარი დამრტყმელი ძალა ზაზა ფაჩულიაა.

NBA-ში სხვადასხვა კალათბურთელთან ნაკრების ყოფილ კაპიტანს ათიოდე დაპირისპირება მაინც დაუგროვდა და მასთან ჩხუბი, მის ენაზე რომ
ვთქვათ, არასდროსაა "Nothing easy".

ამერიკელებს მისი ჩხუბების კოლაჟიც აქვთ გაკეთებული და ამ ვიდეოს სრულად გთავაზობთ.


ზაზა ფაჩულიას არაფერში ჩამოუვარდება მისი ახლო მეგობარი თორნიკე შენგელია, რომელსაც სულ რამდენიმე დღის წინ, "ბასკონია"-"უნიკახას" შეხვედრის მე-5 წუთზე, "უნიკახას" ფორვარდ ჯეფ ბრუქსთან პოზიციის მოპოვებისას უთანხმოება მოუხდა, რასაც თავიდან შელაპარაკება მოჰყვა, შემდეგ კი გიორგი შერმადინს მოუწია თორნიკე შენგელიას შეკავება.


2015 წელს ესპანეთის საკალათბურთო ლიგაში "ლაბორალ კუჩა" "ბილბაოს" მასპინძლობდა. ყველაფერი "ბილბაოს" შეტევას მოჰყვა, რომელიც ტოდოროვიჩმა ჩატენვით ვერ დააგვირგვინა - შენგელიამ ის წესის დარღვევით შეაჩერა.

ხაზთან მდგომ თოკოს ტოდოროვიჩი აგრესიულად მივარდა და მკერდით დაეჯახა. ქართველი შებრუნდა და მეტოქეს გვარიანად უთავაზა. შედეგად,  ორივე გუნდის თანაგუნდელებს შორის ჩხუბი დაიწყო.

რაც არის საინტერესო ამ ფაქტში, ჩხუბის დასრულების შემდეგ თორნიკე ტრიბუნასთან მდგომ ბავშვთან მივიდა და მოუბოდიშა.


2011 წლის 7 მაისს, ეროვნული საკალათბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მონაწილეების, შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდისა და "სოხუმის" შეხვედრის ბოლოს, თბილისის სპორტის სასახლეში უსიამოვნო ფაქტი მოხდა.

შსს-ს ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ, ბესარიონ ლეჟავამ, მატჩის მსაჯს, მაკა კუპატაძეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა: ჯერ სახეში თავი დაარტყა, მერე კი წიხლიც მიაყოლა.


საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში ხშირად ხდება ჩხუბები და ეს პირველი ფაქტი არ არის. მაგალითად, ყოველთვის დაძაბულია "ქუთაისისა" და თბილისის "დინამოს" დაპირისპირება.

2015 წლის 27 ნოემბერს, ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართულ სუპერლიგის მე-7 ტურის შეხვედრას, რომელშიც ადგილობრივმა გუნდმა "დინამოს" უმასპინძლა, შეხლა-შემოხლა და ჩხუბი მოჰყვა.


- ქართველი ფეხბურთელების ყველაზე ცნობილი ჩხუბები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
ფაჩულია, შენგელია, ჯიგრები ხართ,ნამდვილი სანაქებო ქართველები.
დათო
12:46 08-11-2017
0
ფაჩულიას ხმამაღალ საუბარს ჩხუბი რატომ ქვია!!!!
sss 21
19:53 07-11-2017
0

სიახლეები პოპულარული