"დინამო თბილისის" ღია ვარჯიში "ლუკოილ აკადემიკთან" მატჩის წინ

AutoSharing Option
საკალათბურთო კლუბი "დინამო თბილისი“ 8 ნოემბერს, ფიბა ევროპის თასზე მორიგ მატჩს გამართავს. საქართველოს სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი თბილისის სპორტის სასახლეში ( კოსტავას ქ. N75 ) ბულგარულ "ლუკოილ აკადემიკს“ უმასპინძლებს.

მომავალ მეტოქეს დინამოელები 18 ოქტომბერს სოფიაში შეხვდნენ, სადაც ბოლო წუთამდე მოგების შანსს ინარჩუნებდნენ, მაგრამ სამწუხაროდ 70:73 დამარცხდნენ. 3 ტურის შემდეგ ქართულ კლუბს მოგება არ აქვს და 4-გუნდიან ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ "დინამო თბილისი“ ფიბა ევროპის თასზე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვდა. დინამოელებმა ესპანურ "ხუვენტუტთნ“ 2 მატჩის ჯამში წააგეს, საკვალიფიკაციო ეტაპს
გამოეთიშნენ და ფიბა ევროპის თასზე გადაინაცვლეს.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი E ჯგუფში რუმინულ "კლუჟ-ნაპოკასთან“, თურქულ "ისთანბულთან“ და ბულგარულ "ლუკოილ აკადემიკთან“ მოხვდა. გათამაშების ფორმატის თანახმად მომდევნო ეტაპზე ჯგუფიდან 2 საუკეთესო გადის. "დინამოს“ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დარჩენილი აქვს და მის მისაღწევად 8 ნოემბრის მატჩში გამარჯვება აუცილებლად სჭირდება.

"დინამო თბილისისა“ და "ლუკოილ აკადემიკის“ შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში (მის: კოსტავას ქ. N75) 8 ნოემბერს, 19:00 საათზე დაიწყება, ხოლო წინა დღეს, 7 ნოემბერს, 18:30 საათზე ქართული კლუბი სპორტის სასახლეში ღია ვარჯიშს გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული