თბილისის "დინამო“ "ნაპოკასთან“ 14 ქულით დამარცხდა

AutoSharing Option
25 ოქტომბერს, თბილისის "დინამომ“ ფიბა-ევროპის თასის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში რუმინეთის კლუჟის "ნაპოკას“ ოლიმპიურ სასახლეში უმასპინძლა და 73:87 დამარცხდა.

სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას, პირველი პერიოდი 32:11, ხოლო მეორე 23:15 მოიგეს, შესვენებაზე 19-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ და პრაქტიკულად გადაწყვიტეს მატჩის ბედი. მათი უფრო მაღალი კლასი თვალსაჩინო იყო და ყველა კომპონენტში დაჯაბნეს საქართველოს ჩემპიონი. შეხვედრის მეორე ნახევარი მასპინძლებმა უკეთ ჩაატარეს და საბოლოოდ 14 ქულით დამარცხდნენ.

ორივე გუნდიდან ყველაზე შედეგიანი დინამოელი კაელ ტურპინი იყო (18), ხოლო სტუმართაგან ჯორდან უოტსონი (14).

შეგახსენებთ, პირველ ტურში :დინამო“
ბულგარეთში "ლუკოილ-აკადემიკთან“ 73:70 დამარცხდა და 1 ნოემბერს ჯგუფური ეტაპის შემდეგ ტურში სტუმრად "ისტანბულს“ ხვდება, რომელმაც დღეს "ლუკოილ-აკადემიკს“ 81:69 მოუგო.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბოლო წლების მანძილზე საქართველოდან საკლუბო ევროთასებზე გუნდი პირველად გავიდა და ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში კრიტიკის გარეშე მხარდაჭერა ჭირდება, როგორც თოთო ბავშვს. წარმატებას ვუსურვებ "დინამოს". სწორ გზაზე დგას ქართული კალათბურთი და ნელ-ნელა მაღალ დონეზეც გავლენ. მარტო ის რად ღირს, ეროვნული ნაკრები მსოფლიო რეიტინგში 28-ე ადგილზეა და პირველი ათეულის გუნდებს უგებს. ევროპის თასზე თბილისში ნახევრად ცარიელი დარბზი კი მართლა სირცხვილია. მხოლოდ შედეგებს რომ ითხოვთ, რა გახდა, 3 ათასი კაცის დასწრება თამაშზე.
ლევანი
12:50 26-10-2017
1
კლასი და მსაჯობა ნამდვილად სხვა იყო. საქართველოს ჩემპიონატში დინამო ისე უხეშობს მსაჯები არც კი იმჩნევენ. ამ თამაშში კი ყველა არასწორი მიკარება ჯარიმა იყო და თავიდანვე დაიტვირთნენ ფოლებით. ვაი ჩემპიონები...
შალვა
10:02 26-10-2017
3

სიახლეები პოპულარული