თბილისის "დინამო" "კლუჟ - ნაპოკასთან“ მატჩამდე ოლიმპიურ სასახლეში ღია ვარჯიშს გამართავს

AutoSharing Option
თბილისის "დინამო"  ფიბა ევროპის თასზე მორიგ მატჩს 25 ოქტომბერს გამართავს. მანამდე კი, 24 ოქტომბერს, 19:15 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში (მის: უნივერსიტეტის ქ.N15) ღია ვარჯიშს ჩაატარებს.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჯგუფის ფავორიტს, რუმინულ "კლუჟ - ნაპოკას“ უმასპინძლებს.

წლების შემდეგ ევროასპარეზზე დაბრუნებული "დინამო“ ფიბა ევროპის თასზე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოდან მოხვდა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა თავდაპირველად ფიბა-ს რანგით უმაღლეს ტურნირში მოსინჯა ძალა, მაგრამ საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია და ფიბა ევროპის თასზე გა
დაინაცვლა.

"დინამო“ ჯგუფში ბულგარულ "ლუკოილ აკადემიკთან“, რუმინულ "კლუჟ - ნაპოკასთან“ და თურქულ "ისთანბულთან“ მოხვდა.

თბილისის "დინამომ“ ჯგუფის პირველი შეხვედრა 18 ოქტომბერს, ბულგარეთში გამართა და დაძაბულ ბრძოლაში - 70:73 დამარცხდა. დინამოელთა მომავალმა მეტოქემ კი პირველ ტურში შინ "ისთანბულს“ 90:69 სძლია. ფიბა ევროპის თასზე ჯგუფში 6 ტურის შემდეგ საუკეთესო 2 გუნდი მომდევნო ეტაპზე გავა.

მეორე ტურის მატჩი 25 ოქტომბერს, 19:00 საათზე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. გულშემატკივრებისთვის მატჩზე დასწრება უფასო იქნება.


მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული