შიო ხეცურიანის კომენტარი სპორტულ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე

AutoSharing Option
წინაასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შიო ხეცურიანი სპორტულ ჟურნალისტებს შეხვდა. კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა სპორტული მასმედიის წარმომადგენლებს კალათბურთის განვითარების 10-წლიანი პროგრამა გააცნო.

საინტერესო შეხვედრამ ჩვეულებრივზე დიდხანს გასტანა და ორმხრივ დისკუსიებში ჩაიარა.

შიო ხეცურიანი:
"ჟურნალისტებთან ძალიან კარგი და საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. ბევრი კითხვა დაისვა და ვეცადეთ, მაქსიმალურად ამომწურავად გვეპასუხა. ჩვენთვის ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია განვითარების სტრატეგიის დახვეწის მიზნით."

მიხეილ აბაიშვილი (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი):
"ეს შეხვედრა ძალიან საინტერესო
და სასარგებლო იყო. თავისთავად, ის ფაქტი, რომ ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატისთვის საინტერესოა სპორტული მედიის აზრი და საკუთარ სამოქმედო პროგრამას აცნობს ჟურნალისტებს, ძალიან სწორი და გამართლებულია.

ბევრ საკითხთან მიმართებაში, შიო ხეცურიანის ხედვა პროგრესული და ნოვატორულია. ვიმედოვნებ, რომ სხვა კანდიდატებიც გამართავენ მსგავსი ფორმატის შეხვედრებს და საკალათბურთო საზოგადოება სწორ არჩევანს გააკეთებს".

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ "სოხუმი"-ს წარწერიან ტიპს რა უნდა, კალათბუთშიც ერკვევა? ამდენ სიყალბეში კიდევ კარგად არის სპორტი. კალათბურთს რაღაც ნორმალური შედეგები აქვს და გამოჩნდნენ უკვე სხვადასხვა ჯურის "ვიგოდნიკები".
თენგო
16:36 19-10-2017
2
ეს შიო საიდანღა ამოთხარეს. გაანებეთ თავი გუნდური სპორტის ერთადერთ წარმატებულ სახეობას. რა უნდათ, ესეც ჩაძირონ? მე პირადად კალათბურთის დიდი გულშემატკივარი ვარ და ძალიან მომწონს რაც ბოლო წლებში გაკეთდა. დინამო-ქუთაისის თამაშებზე ძაან მაგარ სიამოვნებას ვიღებ.
მამუკა(ქუთაისი)
16:17 19-10-2017
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული