თბილისის "დინამოს" მესამე მეტოქე ფიბა-ევროპის თასზე ცნობილია

AutoSharing Option
ფიბას ჩემპიონთა თასზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ (ორ რაუნდიან ბრძოლაში ესპანურ "ხუვენტუტთან" დამარცხდა), თბილისის "დინამო" ფიბა-ევროპის თასზე გადაერთო, სადაც ქართული კლუბი ჯგუფურ ტურნირში ითამაშებს.

"დინამო" E ჯგუფში გამოვა. ბულგარულ "ლუკოილ-აკადემიკთან", რუმინულ "კლუჟ-ნაპოკასთან" და თურქულ "ისტანბულთან" ერთად. ახლახან სწორედ ბოლო მონაწილე, "ისტანბული" გაირკვა.

პირველი ტური 18 ოქტომბერს იწყება. "დინამო" "ლუკოილს" სოფიაში ესტუმრება, 25 ოქტომბერს კი შინ მასპინძლობს "კლუჟს". შემდეგ რაუნდში ორი საუკეთესო გუნდი გადის.

"ისტანბული" 2000 წელს
დაარსდა და არც ისე ტიტულოვანი გუნდია. 2016/17 წლების სეზონში მან თურქულ ლიგაში მე-10 ადგილი დაიკავა და პლეი ოფში ვერ მოხვდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული