შიო ხეცურიანის შეხვედრა ვეტერან კალათბურთელებთან

AutoSharing Option
კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი შიო ხეცურიანი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ვეტერან კალათბურთელებს შეხვდა.

ვეტერანებმა სხვადასხვა საკითხზე თავიანთი აზრი დააფიქსირეს და კალათბურთის განვითარების 10-წლიან პროგრამას გაეცნენ.

ვაჟა ქუთათელაძე (ვეტერანი კალათბურთელი):
"შიო ხეცურიანის პროგრამა არის საინტერესო და საუკეთესო, რაც კი საკალათბურთო სამყაროდან ოდესმე ვინმეს წარუდგენია. ჩანს, რომ მან და მისმა გუნდმა დიდი შრომა ჩადეს ამაში და გამიხარდება, თუ კალათბურთში ასეთი პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდები მოვლენ. ჩვენ, ვეტერანები მათ მხოლოდ და მხოლოდ დავეხმარებით".

შიო ხეცურიანი:
"ჩვენ შევხვდით ქართული კალათბურთის ვეტერანებს, ხალხს, რომლებმაც ბევრი დასამახსოვრებელი წუთი
აჩუქა ქართველ გულშემატკივარს. ჩვენ მათ გავაცანით განვითარების 10-წლიანი სტრატეგია. მივიღეთ არაერთი საინტერესო და გასათვალისწინებელი რჩევა".

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

გიორგი ჭკუასელი
სპეციალურად Sportall.ge-სთვის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული