"დინამო" "ხუვენტუტთან" 20 ქულით დამარცხდა

AutoSharing Option
კი ითქვა, რომ თბილისის "დინამო" არ აპირებდა მარცხთან შეგუებას და საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის (BCL) საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში შეეცდებოდა ბადალონაში "ხუვენტუტთან" ვითარების სასიკეთოდ შეცვლას, თუმცა ნათელი გახლდათ, რომ ამის გაკეთება ძალიან, ძალიან გაუჭირდებოდა. ასეც მოხდა.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას და პირველი პერიოდი 23:16 მოიგეს, თუმცა მეორე პერიოდი "დინამომ" 20:10 მოიგო და შესვენებაზე ტაბლოზე 33:36 ენთო. მერე და მერე კი "ხუვენტუტმა" იძალა, მესამე მეოთხედი 23:16, ხოლო მეოთხე გამანადგურებელი ანგარიშით 30:14 მოიგო და საბოლოოდ 86:66 გაიმარჯვა.

ამჯერად მხოლოდ 10 წუთი ითამაშა პირველ
შეხვედრაში თავგამოჩენილმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა და თავის გუნდს ოდენ 2 ქულით შეეწია. სამაგიეროდ კარგად გაისარჯა ილია ლონდარიძე, რომელმაც 14:29 წუთში 17 ქულა შესძინა თავის გუნდს.

ასე და ამრიგად, ორი შეხვედრის ჯამში ესპანელებმა 32 ქულით დაგჯაბნეს.

"სამწუხაროდ განმეორებით შეხვედრაშიც დავმარცხდით ანგარიშით 66:86. მეოთხე პერიოდში თავი იჩინა გამოუცდელობამ, რაც აისახა თამაშის შედეგზე. ეს პირველი გასვლა იყო ევროპულ სარბიელზე და ძალიან მკაცრად ნუ განგვსჯით",- ასეთი წერილი გაავრცელა "დინამომ" თავის ფეისბუქის გვერდზე.

"დინამო" ახლა ასპარეზობას რანგით დაბალ, ფიბას თასზე გააგრძელებს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
მამუკა,კალათბურთის ფანი კი არა კალათბურთში გარკვეული ხარ და ფაჩულიაზე ამას ამტკიცებ?ყოჩაღ,ძალიან,ძალიან გარკვეული ყოფილხარ,ამას არაფრის მაქნისი ცინცაძეც დაამატე,რომელსაც თამაში არ უნდოდა და სრული სურათი დაიხატება.კარგი რაა ხალხო,რას ლაპარაკობთ,რას სწერთ.არ დაიღალეთ ამდენი უმადურობით?კარგი და ტქვათ ყველაფერში მართლები ხართ,ერ ათამაშეს ზაზა და გიორგი,ხუთი კაცი გაქაჩავდა?გიომ კოჭნაღრძობმა ითამაშა,ზაზამ ტრავმის შემდეგ უვარჯიშებელმა და გუნდთან შეუთამაშებელმა,ზაზას სტატისტიკა ნახეთ,ასეთ სიტუაციაშიც კი ერთერთი გამორჩეული იყო ცენტრებში.ადამიანი რომ თავს აკლავს საქმეს და შენ წყალს გადაასხავ,ეწყინება ადამიანს,ეწყინება და ღირსეული ადამიანი სიტყვის უთქმელად წავა.გიო და ზაზა წავიდნენ.ახლა შემოდგომაზე ნახავთ ვინ და რა დააკლდა გუნდს მათი წასვლით და რაც გუნდის მიმართ გინება და კრიტიკა წავა,ამ ბიჭების მაგინებლებმა თქვენი მისამართით გადაიმისამართეთ.რაც შეეხება ცქიტიშვილს,მას ნამდვილად შეეძლო ნაკრებისათვის დახმარება,მაგრამ ასაკის მომიზეზებით უარი თქვა და ამით ზუროსმა მასთან ლაპარაკი დაამთავრა.
სოსო
20:07 22-09-2017
0
ეხლა ვიცი კალატბურტის ფედერაციის პრეზიდენტი იქნება ხეცურიანი ვტხომ ბესო ლიპარტელიანი დააბრუნოს რაიმე ტანამდებობაზე ფედერაციაში
შოთა გუგეშაშვილი
18:16 22-09-2017
0

სიახლეები პოპულარული