რუსი კალათბურთელი გინესის წიგნში მოხვდა გრძელი ფეხების გამო

AutoSharing Option
რუსეთის ქალთა საკალათბურთო ნაკრების ყოფილი მოთამაშე ეკატერინა ლისინა გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც მსოფლიოს ყველაზე გრძელი ფეხების მქონე ქალი.

კალათბურთელის სიმაღლეა 205 სანტიმეტრი, ფეხების სიგრძე კი 132 სანტიმეტრს შეადგენს.

"ამ მომენტს იანვრიდან ველოდი, როცა განაცხადი შევიტანე გინესის რეკორდების წიგნში მოსახვედრად. იმედია, მოდის სამყაროს ახალ დონეზე გავიყვან. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის", - დაწერა საკუთარ "ინსტაგრამზე" რეკორდსმენმა.

ლისინა 2007 წელს ევროპის ჩემპიონი იყო, ვერცხლი მოიპოვა 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე და ბრინჯაო 2008 წელს პეკინის ოლიმპიადაზე. მან 2014 წელს დააასრულა თამაში და მოდელის
კარიერა დაიწყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული