დუშან ივკოვიჩი ლეგენდად გამოცხადდა

AutoSharing Option
ლეგენდარული სერბი მწვრთნელი დუშან ივკოვიჩი ევროლიგის ლეგენდად დასახელდა, - იტყობინება ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი.

საზეიმო ცერემონია 20 სექტემბერს, საჩვენებელი მატჩის დროს გაიმართება. ამ შეხვედრაში "დუშან ივკოვიჩის ვარსკვლავები" და "ოლიმპიაკოსი" ითამაშებენ.

73 წლის სპეციალისტი პირველი მწვრთნელი გახდება, რომელიც ამ ტიტულს მიიღებს. 2016 წელს სერბმა 48-წლიანი სამწვრთნელო მოღვაწეობის შემდეგ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

მწვრთნელის რანგში ივკოვიჩს ორჯერ აქვს მოგებული ევროლიგა, სამჯერ - ევროპის ჩემპიონატი და ერთხელ - ოლიმპიური თამაშების ვერცხლი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული