კალათბურთი

სხვადასხვა

ზაზა ფაჩულია მეოთხე შვილის მამა გახდა

AutoSharing Option
კალათბურთელი ზაზა ფაჩულია და მისი მეუღლე თიკა ალავიძე მეოთხე შვილის მშობლები გახდნენ.

ფაჩულიას მეუღლემ ამერიკაში იმშობიარა. როგორც AMBEBI.GE-ს ფაჩულიას ოჯახის წევრმა განუცხადა, წყვილს გოგონა შეეძინა და მას ნუცა დაარქვეს.

პატარა ნუცა ფაჩულია 4,100 კგ დაიბადა. ბავშვს სახელი ზაზას ქალიშვილმა მარიამმა დაარქვა. მეუღლის მშობიარობას არ ესწრებოდა საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი. შეგახსენებთ, ფაჩულია ნაკრებთან ერთად ისრაელში "ევრობასკეტი 2017"-ზე იმყოფება, სადაც ნაკრებს ორი მოგება და ორი წაგება აქვს. გუშინ, 5 სექტემბერს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები B ჯგუფის მასპინძელ ისრაელს შეხვდა და დაძაბულ თამაშში ანგარიშით
104:91 დაამარცხა.

ფაჩულია-ალავიძის წყვილს 4 შვილი - დათა, საბა, მარიამი და ნუცა ჰყავს.

მომზადებულია ambebi.ge-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ