ზაზა ფაჩულია მეოთხე შვილის მამა გახდა

AutoSharing Option
კალათბურთელი ზაზა ფაჩულია და მისი მეუღლე თიკა ალავიძე მეოთხე შვილის მშობლები გახდნენ.

ფაჩულიას მეუღლემ ამერიკაში იმშობიარა. როგორც AMBEBI.GE-ს ფაჩულიას ოჯახის წევრმა განუცხადა, წყვილს გოგონა შეეძინა და მას ნუცა დაარქვეს.

პატარა ნუცა ფაჩულია 4,100 კგ დაიბადა. ბავშვს სახელი ზაზას ქალიშვილმა მარიამმა დაარქვა. მეუღლის მშობიარობას არ ესწრებოდა საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი. შეგახსენებთ, ფაჩულია ნაკრებთან ერთად ისრაელში "ევრობასკეტი 2017"-ზე იმყოფება, სადაც ნაკრებს ორი მოგება და ორი წაგება აქვს. გუშინ, 5 სექტემბერს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები B ჯგუფის მასპინძელ ისრაელს შეხვდა და დაძაბულ თამაშში ანგარიშით 104:91 დაამარცხა.

ფაჩულია-ალავიძის წყვილს 4 შვილი - დათა, საბა, მარიამი და ნუცა ჰყავს.

მომზადებულია ambebi.ge-ს მიხედვით
ვულოცავ ზაზას და მის ოჯახს პატარას შეძენას.ჯანმრთელი და სასახელო გაგიზარდოთ ღმერთმა. ზაზა მადლობა იმ ლამაზი წუთებისთვის რაც შენი ქვეყნისთვის აკეთებ. გაიხარეე. ღმერთი გფარავდეს შენ და შენს ოჯახს. წარმატებებიიიიიი!!!
თემური
13:00 11-09-2017
0
გილოცავ ზაზა,დაე შენსავით სასაზელო და კარგი ქართველი გაგეზარდოს ნუცაც და დანარჩენი პატარებიც.2019 წელს გისურვებ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გვენახო,(ვიცი რომ მაინც დაგვჭირდები და გუნდს არ დააღალატებ)თანაც კიდევ ერთი პატარა ფაჩულიათი .ღმერთმა დადახაროს და გაგამრავლოს.
სოსო
20:51 07-09-2017
0
ვულოცავ ზაზა მეუღლესთან ერთად.
gizog
14:00 07-09-2017
0
სასიხარულო ამბავია!!! გილოცავთ, უფალმა დაიფაროს და ნამდვილი ქრისტიანი ქართველი გაიზარდოს!!! დღეს მთელმა გუნდმა და განსაკუთრებით ზაზა მამამ უნდა მოინდომოს და ასეთი ლამაზი დღე შესაბამისად გაალამაზოს!!!
დათო
15:08 06-09-2017
0
სიახლეები პოპულარული