ამერიკის თასი აშშ-ს დარჩა

AutoSharing Option
კალათბურთში ამერიკის კონტინენტის პირველობა აშშ-ის ნაკრებმა მოიგო. ფინალში ამ გუნდმა არგენტინა 81:76 (15:22, 12:20, 23:14, 31:20) დაამარცხა.

პირველი ტაიმის მსვლელობისას, არგენტინა 20 ქულით იყო წინ, დიდი შესვენებისთვის კი 42:27-ს იგებდა. ამერიკელებმა მესამე მეოთხედში ჯერ სხვაობა შეამცირეს, მეოთხეში კი უფრო დამაჯერებლად მოიგეს - 31:20. ამ თამაშში აშშ-ის სათადარიგოთა სკამმა 50 ქულა დააგროვა.

ჩემპიონთა რიგებში სამი კალათბურთელი იყო გამორჩეული: უორნიმ 21 ქულა დააგროვა, ჰილიარდმა - 15 და ჰერნმა - 14.

ეს იყო აშშ-ის მეშვიდე მოგება ამერიკის თასზე. უნდა აღინიშნოს, რომ მთელი ტურნირის
განმავლობაში ჯეფ ვან განდის შეგირდებს არც ერთი მატჩი არ წაუგიათ. ჯგუფში მათ დაამარცხეს პანამა 97:56, ურუგვაი - 74:66, დომინიკის რესპუბლიკა - 72:56. ნახევარფინალში სძლიეს ვირჯინიის კუნძულებს - 90:62. აშშ-ის გუნდი, ძირითადად, განვითარების ლიგის მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული