სტეფ კარი: თასი თბილისშია, დატკბით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზაზა ფაჩულიამ 12 ივნისის დაპირება შეასრულა, სპორტის სასახლეში ქართველ გულშემატკივარს NBA-ს ჩემპიონის თასი გამოუტანა. დარბაზში შეკრებილი 6 ათასი ქომაგი ამ ისტორიულ მოვლენას დიდი ოვაციით შეხვდა.

- სპეციალური შოუ სპორტის სასახლეში NBA-ს საჩემპიონო თასის წარდგენაზე [VIDEO]

ზაზამ თასი სპეციალურად მოწყობილ პოსტამენტზე დადო, თავად კი სცენაზე ავიდა. შეგვახსენა, რომ 7 აგვისტო მძიმე დღეა - გაგვახსენა სამშობლოსთვის თავდადებული გმირები.

- ზაზა ფაჩულიამ NBA-ს თასის ოფიციალური წარდგენის ცერემონია 2008 წლის აგვისტოს ომის მეომრების მოგონებით დაიწყო

ზაზამ ამ მეტად მნიშვნელოვან დღეს სამადლობელი სიტყვა უთხრა ყველა
პიროვნებას, ვისაც მის ამ წარმატებაში წვლილი მიუძღვის: პირველ მწვრთნელ ზურაბ სამხარაძეს, ზურაბ ტომარაძეს, ნუგზარ ჭეიშვილს, ნიკო ჩერქეზიშვილს, გელა წულაძეს...

განსაკუთრებული მადლობა, რა თქმა უნდა, დედას, ქალბატონ მარინა კოდუას. ვიდრე კალათბურთზე მივიდოდი, სპორტის ეს სახეობა სწორედ დედამ შემაყვარა, თვითონაც ხომ კალათბურთელი იყოო, - გვითხრა ზაზამ.

- 10 წლის წინათ გავიცანი ერთი ადამიანი, რომელიც ერთ წელიწადში ჩემი მეუღლე გახდა - თიკა ალავიძე. იგი გმირია იმიტომ, რომ სამი შვილი მაჩუქა; გმირია იმიტომ, რომ მე მიძლებს; გმირია იმიტომ, რომ მეოთხე შვილი უნდა გამიჩინოს, ამიტომაც ვერ ჩამოვიდა ამერიკიდან. იგი ბოლომდე მიგებს, ასეთ სიტუაციაშიც ესმის, რომ საქართველოს ვჭირდები, ნაკრებს უნდა დავეხმარო ევროპის ჩემპიონატზე.

- გმირი ხარ! - ზაზა ფაჩულიას ემოციური მიმართვა მეუღლისადმი [VIDEO]
- ზაზა ფაჩულია: ეს თასი არის ჩვენი, ეს თასი არის საქართველოსი
- გიორგი კვირიკაშვილი: ყველას გვახსოვს თამაში, ანგარიშით 129:120, რომლის შემდეგაც ქართული დროშა აფრიალდა

ზაზამ მეგობრებისგან, მწვრთნელებისგან, საქართველოს ნაკრების კალათბურთელებისგან მიიღო მილოცვები. მასთან ერთად ეროვნული გუნდის კალათბურთელებიც სცენაზე ავიდნენ. თორნიკე შენგელია:

- პირადად მე, ჩვენი გუნდი, მთელი საქართველო ვამაყობთ ზაზას მიღწევით. NBA-ს თასი თბილისშია. ეს რამდენიმე წლის წინათ შეიძლება დაუჯერებლად ჩანდა, მაგრამ დღეს თასი ჩვენ წინაშეა.

"გილოცავ, რომ თასი საქართველოში ჩაიტანე. ქართველებო, ეს თასი თქვენიცაა, დატკბით", - ასეთი იყო "გოლდენ სტეიტის" სუპერვარსკვლავის, სტეფ კარის ვიდეომიმართვა.

ფაჩულიასა და კომპანია "გალფის" საინტერესო ერთობლივი პროექტია: "ითამაშე სტრიტბოლი ზაზა ფაჩულიასთან ერთად". ყველას, ვისაც ამის სურვილი ჰქონდა, ვიდეოში უნდა დაეფიქსირებინა ორიგინალურად ბურთის ჩაგდება. გაიმარჯვა გოგონამ, რომელმაც მეშვიდე სართულიდან მოათავსა ბურთი კალათში. იგი ზაზას კალათბურთს 10 აგვისტოს ეთამაშება.

ღონისძიების ბოლოს ფაჩულიამ დამშვიდობებასთან ერთად შეგვახსენა, რომ ამ დარბაზში მომდევნო დღეს (8 აგვისტოს) უკვე ნაკრებთან ერთად ივარჯიშებს. 11 აგვისტოს კი ჩეხეთთან ამხანაგური მატჩია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგია, რომ ამას ყველაფერს ახალგაზრდები უყურებენ, მაგალითს დიდი ძალა აქვს. ზაზა მაგარი სპორცმენი და მაგარი კაცია.
guri
08 აგვისტო 2017 14:40
1
გენაცვალე ჯიგარში, რაც შეგიძლია მაქსიმალურად იხარჯები, მე პირადად დიდ მადლობას გიხდი, აგიშენდა ოჯახი .....
gigi
08 აგვისტო 2017 13:56
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული