გმირი ხარ! - ზაზა ფაჩულიას ემოციური მიმართვა მეუღლისადმი [VIDEO]

AutoSharing Option
სპორტის სასახლეში ზაზა ფაჩულიასადმი მიძღვნილი ღონისძიება და ქართველი გულშემატკივრებისთვის NBA-ს საჩემპიონო თასის ოფიციალური წარდგენის ცერემონია გაიმართა.

- სპეციალური შოუ სპორტის სასახლეში NBA-ს საჩემპიონო თასის წარდგენაზე [VIDEO]

ზაზა ფაჩულიამ მეუღლეს ემოციურად მიმართა:

"10 წლის წინათ გავიცანი ერთი ადამიანი, რომელიც ერთ წელიწადში ჩემი მეუღლე გახდა - თიკა ალავიძე. იგი გმირია იმიტომ, რომ სამი შვილი მაჩუქა; გმირია იმიტომ, რომ მე მიძლებს; გმირია იმიტომ, რომ მეოთხე შვილი უნდა გამიჩინოს. ამიტომაც ვერ ჩამოვიდა ამერიკიდან. იგი ბოლომდე მიგებს, ასეთ სიტუაციაშიც ესმის, რომ საქართველოს ვჭირდები, ნაკრებს უნდა
დავეხმარო ევროპის ჩემპიონატზე", - განაცხადა საქართველოს ნაკრებისა და "გოლდენ სტეიტის" კალათბურთელმა.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები და აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი დაესწრნენ. სპორტის სასახლეში საკალათბურთო ილეთებით გაფორმებული შოუ გაიმართა.

- ზაზა ფაჩულიამ NBA-ს თასის ოფიციალური წარდგენის ცერემონია 2008 წლის აგვისტოს ომის მეომრების მოგონებით დაიწყო
- ზაზა ფაჩულია: ეს თასი არის ჩვენი, ეს თასი არის საქართველოსი
- გიორგი კვირიკაშვილი: ყველას გვახსოვს თამაში, ანგარიშით 129:120, რომლის შემდეგაც ქართული დროშა აფრიალდა
მკითხველის კომენტარები / 2 /
Didi madloba.
Dzvel saits daabrunebt Tu ARA gvipashxet mainc bevrs gvainteresebs
goga
13:30 08-08-2017
0
Chems komentarebs rato AR aqveynebt? Ra davashave?
goga
12:03 08-08-2017
0
სიახლეები პოპულარული