გიორგი კვირიკაშვილი: ყველას გვახსოვს თამაში, ანგარიშით 129:120, რომლის შემდეგაც ქართული დროშა აფრიალდა

AutoSharing Option
მინდა, ყველას სახელით გადაგიხადო უდიდესი მადლობა ამ ძალიან დიდი სიხარულისთვის, რომელიც შენ ყველას მოგვანიჭე, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სპორტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანს ზაზა ფაჩულიას.

"მინდა, კიდევ უფრო დიდი მადლობა გადაგიხადო იმ დამოკიდებულებისთვის, როდესაც შენს ყველა წარმატებას უძღვნი სამშობლოს, საქართველოს. შენი წარმატება არის უდიდესი შთამაგონებელი ძალა, განსაკუთრებით, ამ ბავშვებისთვის, რომლებიც დარბაზში არიან. რა თქმა უნდა, ამას წინ უძღოდა უდიდესი შრომა, მიზანსწრაფვა და ჩვენს მიერ გატეხილი არაერთი ღამე შენი წარმატების მოლოდინში. ყველას გვახსოვს 129:120-ის თამაში,
რომლის შემდეგ ქართული დროშა აფრიალდა "გოლდენ სტეიტ უორიორსის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, საქართველო ახალი წარმატების მოლოდინშია. მან ნაკრებს ზაზა ფაჩულიასთან ერთად წარმატება უსურვა.

სპორტის სასახლეში ზაზა ფაჩულიასადმი მიძღვნილი ღონისძიება და NBA-ის თასის ქართველი გულშემატკივრისთვის ოფიციალური წარდგენის ცერემონია მიმდინარეობს.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
შენ უსუნე ჩვენს საყვარელ კაპიტანს და ყველა მის თაყვანისმცემელს, ენასავით ცხვირსაც "დაიტკბობ"
llcl
17:22 08-08-2017
0
კიი, ზაზა შეუდარებელი იყო მაგ მატჩში.
odala
12:46 08-08-2017
1
სიახლეები პოპულარული