ზაზა ფაჩულია: ეს თასი არის ჩვენი, ეს თასი არის საქართველოსი

AutoSharing Option
ეს თასი არის ჩვენი, ეს თასი არის საქართველოსი, თქვენი გულშემატკივრობის და მხარდაჭერის გარეშე არაფერი მოხდებოდა, - ასე მიმართა ზაზა ფაჩულიამ სპორტის სასახლეში შეკრებილ გულშემატკივრებს.

მსოფლიო ჩემპიონის განცხადებით, მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ქართველების გვერდში დგომა.

"დაუღალავი შრომის შემდეგ, ბევრი კრიტიკის შემდეგ, 12 ივლისს, როდესაც გავხდით ჩემპიონები და მივიღე ეს თასი, ყველაფერი დამავიწყდა, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და ჩემთვის მთავარი იყო, რომ იმ დღეს ვიყავი მსოფლიო ჩემპიონი. ეს თასი არის ჩვენი, ეს თასი არის საქართველოსი, თქვენი გულშემატკივრობის და მხარდაჭერის გარეშე არაფერი მოხდებოდა", -
განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
შენი თავდადებით დაიმსახურე გულითადი პატივისცემა, მაგარი კაი კაცი ხარ, გმადლობთ ,,,,,
suxo
08 აგვისტო 2017 13:59
0
შესანიშნავი სპორტსმენია ზაზა, მაგრამ თასი მაინც გოლდენ სტეიტის კუთვნილებაა:))))
ხვიჩა
08 აგვისტო 2017 10:36
0
ეგ თასი არც ჩვენია და არც საქართველოსია ზაზაჯან, ეგ თასი შენიცაა და + შენი თანაგუნდელებისა!
არ გვინდა თითლიბაზობა
08 აგვისტო 2017 03:56
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული