"ზაზა არის ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ წარმატების მაგალითია, არამედ მაგალითია მოქალაქეობის"

AutoSharing Option
დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სპორტსმენს, ზაზა ფაჩულიას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზაზა ფაჩულიას ღირსების ორდენით დაჯილდოების დროს განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ზაზა ფაჩულია საქართველოს გვერდში უდგას ჭირშიც და ლხინშიც და ის მაგალითია კარგი მოქალაქეობის.

გიორგი მარგველაშვილმა ზაზა ფაჩულიას პატრიოტული სულისკვეთებისთვის მადლობა გადაუხადა.

"ზაზა არის არა მარტო წარმატებული სპორტსმენი, არამედ ადამიანი, რომელსაც ჰყავს უამრავი გულშემატკივარი ჩვენს ქვეყანაში. არაერთხელ გამოჩნდა ჩვენი მოქალაქეების სიყვარული ზაზას მიმართ.

ზაზა არის ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ წარმატების მაგალითია, არამედ მაგალითია მოქალაქეობის - ის
თავის სამშობლოს, თავის საზოგადოებას არასდროს არ ივიწყებს...

ეს ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია წარმატება, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როცა შენს წარმატებას შენს საზოგადოებას უზიარებ და უბრუნებ. მინდა მადლობა ვუთხრა მას ამ პატრიოტული სულისკვეთებისთვის, იმისთვის, როგორ უყვარს მისი სამშობლო და როგორ არასდროს არ ივიწყებს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოში კალათბურთის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაციისთვის გიორგი მარგველაშვილმა ზაზა ფაჩულიას ღირსების ორდენი პირადად გადასცა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული