"ნიქსმა" "მაიამი" დაამარცხა და სერიაში ჩამორჩენა შეამცირა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ნიუ იორკ ნიქსმა" "მაიამი ჰიტს" უმასპინძლა, 112:103 დაამარცხა და სერიაში ანგარიში 2:3 გახადა ("ჰიტი" იგებს).

აღსანიშნავია ჯეილინ ბრანსონისა და კუენტინ გრიმისის ნათამაშები 48 წუთი (შესვენების გარეშე), ჯეილინმა გუნდს 38 ქულა, 9 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა შესძინა, გრიმისმა 8 ქულა, 4 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 2-იც დაფარება მიითვალა. არჯეი ბარეტმა 26, ხოლო ჯულიუს რენდლიმ 24 ქულა დააგროვა.

"მაიამის" მხრიდან ჯიმი ბატლერმა თავი 19 ქულით, 7 მოხსნით, 9 შედეგიანი გადაცემით, 4 ჩაჭრითა და 2 დაფარებით
გამოიჩინა.

ბემ ადებაიომ აქტივში 18 ქულა, 8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება ჩაიწერა.

ფლორიდელები სერიაში მე-6 შეხვედრისა და აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გასვლას 13 მაისს, თბილისის დროით 03:30 საათზე შეეცდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული