"ფილადელფიამ" "ბოსტონი" დაამარცხა და სერიაში 3:2 დაწინაურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში აღმოსავლეთ კონფერენციაში "ფილადელფიამ" "ბოსტონ სელტიკსი" სტუმრად 115:102 დაამარცხა და სერიაში 3:2 დაწინაურდა.

"ფილადელფიის" შემადგენლობიდან ჯოელ ემბიდმა გუნდს 33 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 4 დაფარება შესძინა.

ტაირის მაქსიმ 30 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

სამმაგი დუბლის ზღვარზე ითამაშა ჯეიმს ჰარდენმა, რომელმაც აქტივში 17 ქულა, 8 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა.

"სელტიკსის" მხრიდან ჯეისონ ტეიტუმმა თავი 36 ქულით, 10 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.

ჯეილინ ბრაუნმა 24
ქულა,. 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ამრიგად, დოკ რივერსის შეგირდები სერიის დახურვასა და აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გასვლას 12 მაისს, თბილისის დროით 03:30 საათზე შეეცდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული