ჰარდენის 42 ქულა და მატჩის მომგები 3 ქულიანი - "ფილადელფიამ" სერიაში წონასწორობა აღადგინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ფილადელფიამ" "ბოსტონ სელტიკსი" 116:115 დაამარცხა და სერიაში ანგარიში 2:2 გახადა.

მასპინძელთა მხრიდან ჯეიმს ჰარდენმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა, თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო შემტევმა თავი 42 ქულით, 8 მოხსნით, 9 შედეგიანი გადაცემით, 4 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

ჯოელ ემბიდმა (ლიგის მოქმედმა საუკეთესო კალათბურთელმა) 34 ქულა, 13 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

"კელტების" შემადგენლობიდან ჯეისონ ტეიტუმმა გუნდს 24 ქულა, 18 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება შესძინა.

ჯეილინ ბრაუნმა 23, ხოლო მარკუს სმარტმა 21
ქულა ჩააგდო.

ამრიგად, სერია ბოსტონში გადაინაცვლებს და მე-5 შეხვედრა 10 მაისს, თბილისის დროით 03:30 საათზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული