ჰარდენის 45 ქულა და გამარჯვება ბოსტონში - "დენვერმა" "ფინიქსი" მეორედაც დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის მორიგი 2 შეხვედრა გაიმართა.

აღმოსავლეთ კონფერენციაში "ფილადელფიამ" "ბოსტონ სელტიკსი" სტუმრად 119:115 დაამარცხა.

ჯოელ ემბიდის არყოფნაში ჯეიმს ჰარდენმა გუნდს 45 ქულა, 1 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.

ტაირის მაქსიმ 26 ქულა, 1 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა დააგროვა.

"კელტების" შემადგენლობიდან ჯეისონ ტეიტუმმა აქტივში 39 ქულა, 11 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება ჩაიწერა.

ამრიგად, "ფილადელფია" სერიაში 1:0 დაწინაურდა და საშინაო კედლების უპირატესობაც მოიპოვა. მომდევნო შეხვედრა კვლავაც "ბოსტონის" მოედანზე 4
აპრილს გაიმართება.


"დენვერ ნაგეტსმა" "ფინიქს სანსი" 97:87 დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა.

ნიკოლა იოკიჩმა თავი 39 ქულით, 16 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

აარონ გორდონმა 16 ქულა, 1 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

სტუმართა მხრიდან დევინ ბუკერმა 35 ქულა, 5 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

კევინ დურანტმა გუნდს 24 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა.

ამრიგად, ეს სერია ფენიქსში გადაინაცვლებს და მომდევნო ორი დაპირისპირება 6 და 8 მაისს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული