"ფინიქსმა" "კლიპერსი" დაამარცხა და მოედნის უპირატესობა დაიბრუნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ფინიქს სანსი" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" ესტუმრა და 129:124 დაამარცხა.

მატჩამდე ცნობილი გახდა, რომ მასპინძელთა ლიდერი კავაი ლეონარდი მატჩს გამოტოვებდა.

"კლიპერსის" მხრიდან ნორმან პაუელმა 42 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა.

რასელ უესტბრუქმა თავი 30 ქულით, 8 მოხსნით, 12 შედეგიანი გადაცემით, 3 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

სტუმართა შემადგენლობიდან დევინ ბუკერმა აქტივში 45 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, ამდენივე ჩაჭრა
და 2 დაფარება ჩაიწერა.

კევინ დურანტმა 28 ქულა, 6 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.

ამრიგად, "სანსმა" ლეონარდის არყოფნა გამოიყენა და სერიაში 2:1 დაწინაურდა. მომდევნო შეხვედრა კვლავ ლოს-ანჯელესში, 22 აპრილს, თბილისის დროით 23:30 საათზე გაიმართება.

სხვა მატჩები:

"გოლდენ სტეიტ უორიორსი" - "საკრამენტო კინგსი" - 114:97 (სერიაში 1:2)

"ბრუკლინ ნეტსი" - "ფილადელფია" - 97:102 (სერიაში ანგარიშია 0:3)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული