ნიკოლა იოკიჩის ბენეფისი - "დენვერმა" "ბოსტონი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ერთმანეთს დასავლეთ კონფერენციისა და აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერები დაუპირისპირდნენ. ნიკოლა იოკიჩის მორიგი ბრწყინვალე მატჩის წყალობით, "დენვერ ნაგეთსმა" "ბოსტონ სელტიკსი" 123:111 დაამარცხა. სერბმა სამმაგი დუბლი შეასრულა.

იოკიჩმა გუნდს 30 ქულა, 12 მოხსნა, 12 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა შესძინა.

სტუმართა მხრიდან ჯეილენ ბრაუნმა 30 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

"კელტების" მეორე ლიდერმა ჯეისონ ტეიტუმმა 25 ქულა, 7 მოხსნა, 6 ასისტი და 2 ჩაჭრა დააგროვა.

ამრიგად, 24 მოგებითა და 12 მარცხით "დენვერი" დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილს იკავებს.
მაიკლ მელოუნის გუნდი მორიგ მატჩს 3 იანვარს "მინესოტას" წინააღმდეგ გამართავს.

"სელტიკსი" 26 გამარჯვებითა და 11 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა. "ბოსტონი" 4 იანვარს "ოკლაჰომას" ესტუმრება.

altნიკოლა იოკიჩის ისტორიული საღამო - სერბმა კალათბურთელმა ლეგენდარული ჩემბერლენი ჩამოიშორა [VIDEO]

altდიდებული ნიკოლა იოკიჩი - ბავშვობაში სიმსუქნის გამო ეხუმრებოდნენ, დრაფტის დროს ეძინა... დღეს საუკეთესო კალათბურთელია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული