ნიკოლა იოკიჩის ისტორიული საღამო - სერბმა კალათბურთელმა ლეგენდარული ჩემბერლენი ჩამოიშორა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "დენვერ ნაგეტსი" "ოკლაჰომა სითი თანდერს" ესტუმრა და 122:110 დაამარცხა.

სტუმართა მხრიდან ნიკოლა იოკიჩმა 15 ქულა, 13 მოხსნა და 14 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, რითაც ლეგენდარული უილტ ჩემბერლენის მაჩვენებელი (ცენტრებს შორის) გააუმჯობესა. ახლა სერბ კალათბურთელს 79 სამმაგი დუბლი აქვს, ზოგადად კი, ყველაზე მეტი სამმაგი დუბლი რასელ უესბტბრუქს აქვს, "ლეიკერსის" ამჟამინდელ გამთამაშებელს 194 მატჩი აქვს, რომელშიც მინიმუმ 10 ქულა, 10 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

საუკეთესო აარონ გორდონი გახლდათ, რომელმაც თავი 27 ქულით, 5 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და
1 ჩაჭრით გამოიჩინა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან შაი-გილოს ალექსანდერმა გუნდს 37 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.

ამრიგად, "დენვერი" 5 მოგებითა და 3 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 6 ნოემბერს, "სან ანტონიო სპურსთან" გამართავს.

"ოკლაჰომა" 4 გამარჯვებითა და 4 მარცხით იმავე დასავლეთში მე-10 პოზიციაზეა, 6 ნოემბერს კი "მილუოკი ბაქსს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული