1,3 კგ მარიხუანა - "შარლოტის" კალათბურთელი დააპატიმრეს

AutoSharing Option
12 მაისს კენტუკის შტატში, რიჩმონდში, "შარლოტ ჰორნეტსის" 28 წლის კალათბურთელი მონტრეც ჰარელი დააპატიმრეს, ამის მიზეზი კი მარიხუანა გახდა.

ჰარელის მანქანაში პოლიციამ მარიხუანის სუნი იგრძნო. ჰარელმა აღიარა, რომ შარვალში ნარკოტიკის მცირე რაოდენობა ჰქონდა.

ჩხრეკის შედეგად ჰარელის ზურგჩანთაში 1.3 კილოგრამი მარიხუანა აღმოაჩინეს. კალათბურთელს 1-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და ამასთანავე, ფულადი ჯარიმა ემუქრება.