შესანიშნავი დასასრული - "დალასმა" "ბრუკლინს" ბოლო წამზე მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "დალას მავერიკსი" "ბრუკლინ ნეტსს" ესტუმრა და 113:111 დაამარცხა.

სტუმართა მხრიდან საუკეთესო ლუკა დონჩიჩი გახლდათ, რომელმაც თავი 37 ქულით, 9 მოხსნით, 9 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

სპენსერ დინვიდიმ გუნდს 22 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა შესძინა. აღსანიშნავია, რომ 28 წლის სპორტსმენმა მატჩის მომგები სამქულიანი ჩააგდო.

რაც შეეხება "ნეტსს", კევინ დურანტმა აქტივში 23 ქულა, 6 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

ამრიგად, "მავერიკსი" 43 მოგებითა და 26 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-5
ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას 19 მარტს, "ფილადელფიას" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"ბრუკლინი" 36 გამარჯვებითა და 34 მარცხით აღმოსავლეთში მე-8 პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩს კი იმავე 19 მარტს, "პორტლენდ ტრეილბლეიზერსის" პირისპირ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული