დონჩიჩის შესანიშნავი მატჩი - "დალასმა" "იუტას" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "დალას მავერიკსმა" "იუტა ჯაზს" უმასპინძლა და 111:103 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან ლუკა დონჩიჩმა 35 ქულა, 16 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.

სპენსერ დინვიდიმ თავი 23 ქულით, 3 მოხსნითა და 2 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

"ჯაზის" შემადგენლობიდან ბოგდან ბოგდანოვიჩმა 21 ქულა, 2 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ამრიგად, "დალასს" 40 მოგება და 25 წაგება აქვს, რითაც დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას 10 მარტს, "ნიუ იორკ ნიქსის" წინააღმდეგ გამართავს.

"იუტა"40 გამარჯვებითა და 24
მარცხით იმავე დასავლეთში მე-4 პოზიციას იკავებს, მომდევნო მატჩს კი 10 მარტს, "პორტლენდ ტრეილბლეიზერსის" პირისპირ ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული