სრული დომინირება - გობერის დიდებული თამაში [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "იუტა ჯაზმა" "შარლოტ ჰორნეტსს" უმასპინძლა და 112:102 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო რუდი გობერი გახლდათ, რომელმაც თავი 23 ქულით, 21 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.

"ჰორნეტსის" შემადგენლობიდან ლამელო ბოლმა გუნდს 21 ქულა, 6 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.

ამრიგად, "იუტა" 21 გამარჯვებითა და 9 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას 24 დეკემბერს "მინესოტა ტიმბერვულვზის" წინააღმდეგ გამართავს.

"შარლოტი" 16 მოგებითა და 17 მარცხით აღმოსავლეთში მე-8 პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩს
კი იმავე 24 დეკემბერს "დენვერ ნაგეტსის" პირისპირ ჩაატარებს.


"გოლდენ სტეიტმა" "საკრამენტო კინგსს" უმასპინძლა და 113:98 დაამარცხა.

"ოქროსშტატელებიდან" სტეფ კარიმ 30 ქულა, 3 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება მიითვალა.

დრეიმონდ გრინმა 16 ქულა, 11 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა და საკუთარი გუნდის წარმატებაში ლომის წილი დაიდო.

"მეფეების" შემადგენლობიდან ტაირის ჰალიბურტონმა გუნდს 24 ქულა, 4 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა შესძინა.

ამრიგად, "უორიორსი" 25 მოგებითა და 6 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას 24 დეკემბერს, "მემფის გრიზლის" წინააღმდეგ გამართავს.

"საკრამენტო" 13 გამარჯვებითა და 19 წაგებით იმავე დასავლეთში მე-11 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ მატჩს კი 23 დეკემბერს, "ლოს ანჯელეს კლიპერსის" პირისპირ ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული