ჯეიმსის დიდი მონდომება საკმარისი არ აღმოჩნდა - "მემფისი" მშვენივრად გამოიყურება [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 3 შეხვედრა გაიმართა.

"ფილადელფიამ" "იუტა ჯაზს" უმასპინძლა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 118:96 დამთავრდა.

მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო ჯელ ემბიდი გახლდათ, რომელმაც 19 ქულა, 9 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.

"ჯაზის" რიგებიდან დონოვან მიტჩელმა გუნდს 22 ქულა, 1 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.

რუდი გობერმა აქტივში 17 ქულა, 21 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება ჩაიწერა.

ამრიგად, "იუტა" 18 გამარჯვებითა და 7 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი
12 დეკემბერს, "ვაშინგტონ ვიზარდსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ფილადელფია" 14 მოგებითა და 12 წაგებით აღმოსავლეთში მე-7 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ მატჩს კი იმავე 12 დეკემბერს, "გოლდენ სტეიტ უორიორსის" პირისპირ ჩაატარებს.


"მემფის გრიზლმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლა და 108:95 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან ჯარენ ჯექსონ ჯუნიორმა 25 ქულა, 5 მოხსნა და 3 ჩაჭრა დააგროვა.

კალიფორნიელების რიგებიდან კი ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 20 ქულა, 10 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა.

ამრიგად, "გრიზლი" 15 გამარჯვებითა და 11 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს, შემდეგ მატჩს კი 12 დეკემბერს, "ჰიუსტონ როკეტსის" პირისპირ ჩაატარებს.

"ლოს ანჯელეს ლეიკერსი" 13 მოგებითა და 13 მარცხით იმავე დასავლეთში მე-7 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი ხვალ, 11 დეკემბერს, "ოკლაჰომა სითი თანდერის" წინააღმდეგ გამართავს.


"სან ანტონიო სპურსმა" "დენვერ ნაგეტსს" უმასპინძლა და 123:111 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან საუკეთესო დერიკ უაითი გახლდათ, რომელმაც თავი 23 ქულით, 6 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.

"ნაგეტსის" მხრიდან ნიკოლა იოკიჩმა გუნდს 22 ქულა, 13 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.

კარგი მატჩი ჩაატარა აარონ გორნონმაც, რომელმაც 25 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

ამრიგად, ტეხასელები 9 მოგებითა და 15 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებენ.

"დენვერი" 12 გამარჯვებითა და 13 მარცხით იმავე დასავლეთში მე-8 პოზიციაზე იმყოფება.

ეს გუნდები 12 დეკემბერს კვლავ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული