ინგრამის შესანიშნავი მატჩი "როკეტსის" დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა.

"შარლოტ ჰორნეტსი" "ატლანტა ჰოუქსს" ესტუმრა და 130:127 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ჯონ კოლინსი გახლდათ, რომელმაც თავი 31 ქულით, 12 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ტრეი იანგმა 25 ქულა, 4 მოხსნა, 15 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

რაც შეეხება "ჰორნეტსს", მაილის ბრიჯისმა გუნდს 32 ქულა, 4 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.

კელი უბრემ 28 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გა
დაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

ამრიგად, "ჰორნეტსი" 14 გამარჯვებითა და 11 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 7 დეკემბერს, "ფილადელფიას" პირისპირ გამართავს.

"ჰოუქსი" 12 მოგებითა და ამდენივე მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-10 პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩს კი ასევე 7 დეკემბერს, "მინესოტა ტიმბერვულვზის" წინააღმდეგ ჩაატარებს.


"ჰიუსტონ როკეტსმა" "ნიუ ორლეანს პელიკანსს" უმასპინძლა და 118:108 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან კრისტიან ვუდი გამოირჩა, რომელმაც თავი 23 ქულით, 8 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.

ერიკ გორდონმა 23 ქულა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

რაც შეეხება "პელიკანსს", ბრენდან ინგრამმა გუნდს 40 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა.

იონას ვალანჩუნასმა 17 ქულა, 10 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება დააგროვა.

ამრიგად, "როკეტსი" 7 მოგებითა და 16 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 9 დეკემბერს "ბრუკლინ ნეტსის" წინააღმდეგ გამართავს.

რაც შეეხება "პელიკანსს", 7 გამარჯვებითა და 19 მარცხით იმავე დასავლეთში ბოლო, მე-15 პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩს კი ასევე 9 დეკემბერს, "დენვერ ნაგეტსის" პირისპირ ჩაატარებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული