ჰარდენმა "პელიკანსი" არ დაინდო, ლუკამ "სპურსი" [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ბრუკლინ ნეტსი" "ნიუ ორლეანს პელიკანსს" ესტუმრა და 120:112 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან ჯეიმს ჰარდენი გამოირჩა, რომელმაც თავი 39 ქულით, 5 მოხსნით, 12 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.

კევინ დურანტმა 28 ქულა, 7 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

გამოსარჩევია ჯო ჰარისის თამაშიც, რომელმაც 24 ქულა, 2 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. ჯომ 8 ნასროლი 3 ქულიანიდან 6 ზუსტად მოათავსა.

რაც შეეხება "პელიკანსს", საუკეთესო ლიეტუველი იონას ვალანჩუნასი გახლდათ, რომელმაც გუნდს 20 ქულა, 12 მოხსნა, 3 შედეგიანი
გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.

ამრიგად, "ბრუკლინი" 9 მოგებითა და 4 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 15 ნოემბერს, "ოკლაჰომა სითი თანდერის" წინააღმდეგ გამართავს.

"პელიკანსი" 1 გამარჯვებითა და 12 წაგებით დასავლეთში ბოლო, მე-15 ადგილზე იმყოფება, შემდეგ მატჩს ხვალ, 14 ნოემბერს, "მემფის გრიზლის" წინააღმდეგ ჩაატარებს.


ტეხასში "სან ანტონიო სპურსმა" "დალას მავერიკსს" უმასპინძლა, შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 123:109 დასრულდა.

"მავერიკსის" რიგებიდან ლუკა დონჩიჩმა სამმაგი დუბლი შეასრულა, სლოვენიელმა 32 ქულა, 12 მოხსნა, 15 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა.

ლუკას მხარი კრისტაპს პორზინგისმა აუბა, რომელმაც თავი ამდენივე 32 ქულით, 7 მოხსნითა და 3 დაფარებით გამოიჩინა.

"სპურსის" რიგებიდან დევინ ვასელი გამოირჩა, რომელმაც გუნდს 20 ქულა, 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება შესძინა.

დეჟანდე მარიმ აქტივში 15 ქულა, 5 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

ამრიგად, "დალასი" 8 მოგებითა და 4 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 16 ნოემბერს, "დენვერ ნაგეტსის" წინააღმდეგ გამართავს.

"სან ანტონიო" 4 გამარჯვებითა და 8 წაგებით იმავე აღმოსავლეთში მე-13 ადგილზე იმყოფება, შემდეგ მატჩში, რომელიც 15 ნოემბერს გაიმართება, "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული