NBA. ლიგის MVP-იმ მეტოქეს ზურგიდან გამეტებით ჩაარტყა - "მაიამის" კალათბურთელი საავადმყოფოშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "დენვერ ნაგეტსმა" "მაიამი ჰიტს" უმასპინძლა და 113:96 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ნიკოლა იოკიჩი გახლდათ, რომელმაც თავი 25 ქულით, 15 მოხსნით, 10 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა. მატჩის დასრულებამდე 2:39 წუთით ადრე ფლორიდელების კალათბურთელმა მარკიფ მორისმა ლიგის მოქმედ საუკეთესო მოთამაშეზე უხეში ჯარიმა აიღო, რაზედაც სერბი გაღიზიანდა და ძლიერად დაეჯახა... საბოლოოდ, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ორივე კალათბურთელი მოედნიდან გააძევა.



თუ იოკიჩისთვის მატჩი წითელი ბარათით დასრულდა, მორისი საავადმყოფოში გადაიყვანეს... სერბმა ბოდიში კი მოიხადა, მაგრამ...

ამრიგად,
"დენვერს" 6 მოგება და 4 მარცხი აქვს, რითაც დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 11 ნოემბერს, "ინდიანა პეისერსის" წინააღმდეგ გამართავს.

"მიაამი" 7 მოგებითა და 3 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს, შემდეგ მატჩს კი იმავე 11 ნოემბერს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" წინააღმდეგ გამართავს.


მკითხველის კომენტარები / 2 /
აშკარად განზრახ დაეჯახა,ბურთზე თამაში არც კი უცდია.ჰოდა დაჯახება ასე არ უნდაო!
სოსო
14:28 10-11-2021
0
ეგრე მოუხდება მაგას, ყველაზე უხეში კალათბურთელია ალბათ ახლა ნბა-ში ეგ მარკუს მორისი. საღოლ ნიკოლა, იმედია აწი აღარ იუხეშებს და ჭკუას ისწავლის.
1

სიახლეები პოპულარული