ირვინგი რეგულარულ ჩემპიონატსა და 2018 წლის პლეი-ოფში მარცხენა მუხლზე არსებული პრობლემების გამო ვერ ითამაშებს.
ირვინგმა მარტის ბოლოს ოპერაცია გაიკეთა. მოსალოდნელი იყო, რომ 26 წლის კალათბურთელი 3-6 კვირაში დაუბრუნდებოდა პარკეტს, მაგრამ გაირკვა, რომ დაზიანება უფრო რთული აღმოჩნდა და რეაბილიტაციას მეტი დრო სჭირდება.
აღსანიშნავია, რომ კაირი ირვინგმა "ბოსტონის" პირველ სეზონში 60 მატჩი ჩაატარა, სადაც საშუალოდ 24.4 ქულას აგროვებდა. ეს მაჩვენებელი "ბოსტონის" ისტორიაში სარეკორდოა ახალწვეულებს შორის სადებიუტო სეზონში.