ESPN: კავაი ლეონარდი სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს

AutoSharing Option
"სან ანტონიო სპურსის" ფორვარდი კავაი ლეონარდი სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ESPN-ის ჟურნალისტი ედრიან ვოდჟნაროვსკი ავრცელებს.

ლეონარდმა ექიმებისგან პარკეტზე დაბრუნების ნებართვა მიიღო, მაგრამ თავად კალათბურთელს თამაში არ სურს, რადგან კუნთის ტკივილი აწუხებს.

ლეონარდი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ ტკივილის დონის კონტროლირებას შეძლებს. ხოლო ადრე "სპურსის" მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა განაცხადა, რომ ძალიან გაკვირვებული იქნება, თუ ლეონარდი ამ სეზონში ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული