სტივ კერი: ზაზა ფაჩულია სეზონის განმავლობაში ჩვენი ძირითადი ცენტრი იქნება

AutoSharing Option
Sfexaminer.com ზაზა ფაჩულიას დაბრუნებას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ ქართველი ცენტრი დაახლოებით სამკვირიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

ზაზამ შეხვედრაში მხოლოდ 5 ქულის დაგროვება მოახერხა, თუმცა, როგორც სტატიაშია აღნიშნული, მან პარკეტზე უდიდესი სამუშაო შეასრულა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი "უორიორსის" მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერიმ გააკეთა.

"ზაზამ დიდებულად ითამაშა. იგი ფიზიკურად ძალიან ძლიერია და გუნდის სათამაშო სქემაში ჯდება.

ფაჩულიამ დღეს ის გააკეთა, რაც ყველაზე კარგად გამოსდის. იგი ნაკლებად შესამჩნევ, თუმცა გუნდისთვის საჭირო საქმეს აკეთებს.

ის ჩვენი ძირითადი ცენტრი
იქნება სეზონის განმავლობაში", - აღნიშნა კერიმ.

ამერიკულ პრესაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზაზა ფაჩულიას დამატებით "მილუოკი ბაქსია" დაინტერესებული.

მკითხველის კომენტარები / 2 /
გამოვლენ მცოდნეები და იტყვიან რა არი რა სტატისტიკაა მეც კი უკეთესად ვითამაშებდიო სანამ ლებრონა არ იტყვის ზაზა უდიდეს როლს ასრულებსო გოლდენში მანამდე არ დაიჯერებთ ხო? :დ
ნოდო
21:26 28-12-2017
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული