ლონზო ბოლს მხრის ტრავმა აწუხებს

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ახალწვეულს, ლონზო ბოლს მარცხენა მხრის ტრავმა აწუხებს. ამ ინფორმაციას NBA-ს ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

ლონზომ დაზიანება "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან" მატჩის მეორე მეოთხედში მიიღო. ტრავმის გამო ახალგაზრდა გამთამაშებელი "მინესოტა ტიმბერვულვსთან" მატჩს გამოტოვებს და პარკეტზე დაბრუნებას მინიმუმ 1 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს.

"პორტლენდთან" მატჩში "ლეიკერსი" 92:95 დამარცხდა.

ბოლი "ლეიკერსმა" 2017 წლის დრაფტის მე-2 პიკად აირჩია. მისი საშუალო მონაგარი 10 ქულა, 7.1 შედეგიანი გადაცემა და 6.9 მოხსნაა.

11 გამარჯვებით და 20 მარცხით "ლეიკერსი" დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული